პუბლიკაციები
საქინფორმი: „დავასრულოთ“ „ნაციონალური მოძრაობა“! - საქართველოში ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია გაიმართა

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი და რაც უფრო ახლოვდება 31 ოქტომბერი, მით უფრო მწვავდება ბრძოლა საპარლამენტო სავარძლებისათვის. სავარაუდოდ, ძირითადი დაპირისპირება განვითარდება "ქართულ ოცნებას" (ქმ) და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" (ენმ) შორის. დიდი და ცნობილი მოთამაშეების გარდა, საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი მოძრაობები ჩნდება, რომლებიც ცდილობენ ხმამაღლა განაცხადონ საკუთარი თავის შესახებ. ერთ-ერთ ასეთ მოძრაობად იქცა არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასრულოთ“, რომლის პრეზენტაციაც 14 აგვისტოს გაიმართა. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზატორები არიან საზოგადო მოღვაწე ია მეტრეველი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანავიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი გიორგი იაკობაშვილი.

აღნიშნულმა ტრიუმვირატმა მიზნად დაისახა ენმ–ს და მისი სატელიტების წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც სოსო მანავიძემ "დავასრულოთ"–ს ბრიფინგზე განაცხადა, ენმ არ ასახავს ქართველი ხალხის ინტერესებს და ქმნის მტკივნეულ ვითარებას ქვეყანაში. ჩვენი ამოცანაა წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ სიტუაციას, გავაერთიანოთ საზოგადოება და ქვეყანაში ვითარება შეცვალოთ ყველა კანონიერი მეთოდით”, - განაცხადა მან მოძრაობის პროგრამასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად.

"დავასრულოთ" გაავრცელებს საკუთარ საინფორმაციო დღის წესრიგს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის უტყუარად გაშუქება. NDIის, IRI–სა და სხვა, ენმ–თან მოთანამშრომლე დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების სოციალური გამოკითხვების გაანალიზების შემდეგ, მოძრაობის აქტივისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათი შედეგები არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს შეფასება ასევე ემთხვევა ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებას, რომელიც ამის თაობაზე სკეპტიკურად საუბრობდნენ და დასავლურ ორგანიზაციებს ადანაშაულებდნენ პროფესიონალიზმის არარსებობაში და ქართული საზოგადოების თავისებურებების არცოდნაში.

რა თქმა უნდა, „დავასრულოთ” ჯერ მხოლოდ თავისი გზის დასაწყისშია და პოლიტიკური წონით ის ჯერ ვერ შედრდება ენმ–ს. მაგრამ ორგანიზაციას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან მოთანამშრომლე დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაუქმებაში, რომლებიც მუდმივად ცდილობენ მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციას და ამით ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას.

რეალური სიტუაციის დასადგენად საკუთარი ანალიტიკური სამუშაოს შესრულების შემდეგ, „ დავასრულოთ"–ს ნამდვილად შეუძლია ქართველი საზოგადოების თვალში თავისი რეიტინგის ამაღლება. საჭიროა მომხდარის ფხიზელი და ობიექტური შეფასება, რაც დაეყრდნობა საზოგადოების ყველა ფენის აზრს, შეეხება საქართველოს რეალურ პრობლემებამა თუ იმ მიმართულებით მიკერძოების გარეშე. ამით, დავასრულოთ მოაახლოებს ნმ–ს საქმიანობის დასასრულს საქართველოში.