უცხოეთი
ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩვენი სისტემა გარკვეულწილად ავტორიტარულია

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ალექსანდრ ლუკაშნეკოს თქმით, ბელარუსის საზოგადოებრივი სისტემა გარკვეულწილად ავტორიტარული ხასიათისაა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

მისივე თქმით, აუცილებელია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც კონკრეტულ პიროვნებებზე არ იქნება მიბმული.

ლუკაშენკომ ისიც თქვა, რომ „ბელარუსის სასამართლოები ყველაზე დამოუკიდებლები არიან“.

„ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის სისტემა გარკვეულწილად ავტორიტარულია, პრეზიდენტი მაინც იცავს და უფრთხილდება სასამართლოებს, მაგრამ, ეს პიროვნული მომენტია. ისე უნდა გავაკეთოთ რომ სისტემა პიროვნებებზე მიბმული არ იყოს, მათ შორის არც ლუკაშენკოზე“ – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ამავე შეხვედრაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანა 1994 წლის კონსტიტუციას არ დააბრუნებს.

„უკან დაბრუნება არასწორია. ეს ცვლილებაა, მაგრამ არა წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ გვინდა, რომ ცვლილებებმა ჩვენი საზოგადოება წინ წასწიოს. სწორედ ასეთ ცვლილებებს ვითხოვთ და ვთავაზობთ ხალხს“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბელარუსის 1994 წლის კონსტიტუციის დაბრუნების წინადადება ოპოზიციურმა საკოორდინაციო საბჭომ წამოაყენა. ამ კონსტიტუციით, ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ერთ ადამიანს მხოლოდ ორჯერ შეეძლო.

1tv.ge