უცხოეთი
ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი უპასუხისმგებლოდ ხელს უწყობს ძალადობას

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი პორტლენდში მიმდინარე აქციებზე ძალადობას უწყობს ხელს.

„მე ვგმობ ყველა ტიპის ძალადობას, იქნება ეს მემარცხენეებისგან თუ მემარჯვენეებისგან წამოსული ძალადობა. დონალდ ტრამპის მოვუწოდებ ასევე მოიქცეს, ჩვენ არ უნდა გავხდეთ ის ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს ებრძვის. ტრამპი უპასუხისმგებლოდ უწყობს ხელს ძალადობას“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პორტლენდში მიმდინარე აქციის მონაწილეებს ანარქისტები, აგიტატორები და მძარცველები უწოდა.

1tv.ge