პოლიტიკა
ოპოზიციური „რვიანი“ ხალხში გადის

opozic_rviani2საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე რვა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესის საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით რეგიონებში გასვლას დღეიდან იწყებს.

პირველ შეხვედრას „რვიანი“ დღეს ქუთაისელებთან მართავს სასტუმრო „ბაგრატში“.

საარჩევნო ინიციატივების გარდა, „რვიანი“ ადგილობრივებს თავად საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

შეხვედრაზე მიწვეულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

ქუთაისის შემდეგ საზოგადოებასთან შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოში გაიმართება.

რვა ოპოზიციური პარტია საზოგადოების ინფორმირების მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებს.

აქამდე „რვიანი“ უკვე შეხვდა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც დამკვირვებლის ფუნქციით თავიდანვე ჩაერთვნენ ამ პროცესში, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას, „ქართულ აკადემიას“ და მათ საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.