პოლიტიკა
ხიდირბეგიშვილი: სააკაშვილის მიზანი ყოველთვის იყო საქართველოში დაბრუნება (რადიო „SPUTNIK“)

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიზანი ყოველთვის იყო სამშობლოში დაბრუნება”, - მიაჩნია ქართველ პოლიტოლოგსა და პუბლიცისტს, საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს.

გუშინ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა უკრაინას, როგორც თავის მეორე სახლს“, და აღნიშნა, რომ ახლა სამშობლოში ბრუნდება.

   პოლიტოლოგის აზრით, სააკაშვილის განცხადება მორიგი ბლეფი არ არის, ვინაიდან მისი მიზანი ყოველთვის იყო საქართველოში დაბრუნება. მას არ შეუძlია დიდხანს დაყოვნდეს ნებისმიერ ადგილას, უკრაინა იქნება ის, თუ აშშ, მის გარშემო იქ აუცილებლად სერიოზული პრობლემები იწყება. დიახ, დღეს ექსპრეზიდენტმა შესაფერისი მომენტი შეარჩია - მსოფლიოში პანდემიადა არჩევნებსაქართველოში დიდ ყურადღებას არავინ მიაქცევს, მიაჩნია ექსპერტს, - თანაც. სამ დღეში საპრეზიდენტო არჩევნებია აშშ-ში”.

   ”თუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნება კოალიციური მთავრობა ნაცმოძრაობის“ მონაწილეობით, მათ შესაძლოა მართლაც დააყენონ სააკაშვილის შეწყალებისა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების დახურვის საკითხი. „ქართული ოცნების“ ლიდერზე ზეწოლა განხორციელდა, როდესაც სააკაშვილი ქვეყნიდან გაუშვეს, და ასევე შეიძლება განხორციელდეს, რათა უკან შემოუშვან, არარეალურს ამაში ვერაფერს ვხედავ!”, - თქვა ხიდირბეგიშვილმა SPUTNIK GEORGIA– თან ინტერვიუში.