პოლიტიკა
საქართველოში დასაბრუნებლად სააკაშვილს სერიოზული რესურსი გააჩნია - არნო ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის მედიისთვის საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის კომენტარებიდან, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკლიპთან დაკავშირებით, საქართველოში მისი დაბრუნების შესახებ:

” საქართველოში დასაბრუნებლად სააკაშვილს სერიოზული რესურსები აქვს, საკითხავია როგორ გამოიყენებს მათ და როგორ განვითარდება მოვლენები.

   ეს არის ფინანსური რესურსი, რადგან ის ძალიან მდიდარია, მის განკარგულებაშია პარტიის ოქრო (“ობშიაკის” ხაზინადარები - კეზერაშვილი და ადეიშვილი) - "ნაციონალური მოძრაობის" 9–წლიანი მმართველობის განმავლობაში ნაქურდალი და ექსპროპრირებული ფული. პლუს აგვისტოს (2008 წლის) შემდგომი აშშ დახმარების დიდი ნაწილი საქართველოსთვის (5 მილიარდი დოლარი) და ასობით მილიონი ევრო ევროკავშირის დახმარებიდან ქართველი ლტოლვილებისთვის აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან (მათ შორის - წეროვანში დევნილებისთვის კოტეჯების ასაშენებლად). გარდა ამისა, ის დახმარება, რომელიც დღემდე მოედინება მსხვილი ქართველი ბიზნესმენებისგან - მილიარდერებისა და მილიონერებისგან საქართველოსა და რუსეთიდან. გარდა ამისა, მიშას განკარგულებაშია ბიძამისის, აშშ-ში გაქცეული КГБ-ს ყოფილი ოფიცრის, თემურ ალასანიას, დედამისის – КГБ-ს აგენტის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის მფლობელი გიული ალასანიას, ასევე დედამისის საყვარლისა და ბიზნეს–პატრნიორის, რევოლუციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენი დიდძალი ფული.

   ესაა მდიდარი გამოცდილება საქართველოსა და უკრაინაში გადატრიალებების ორგანიზებაში - ვარდების რევოლუციი, ნარინჯისფერი რევოლუციის და ევრომაიდნის + კარგი მასწავლებლები კმარას ბანაკებიდან და აწ განსვენებული ზურაბ ჟვანია.

   ესაა ყველაზე მრავალრიცხოვანი ექსმმართველი ოპოზიციური პარტია საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისი ერთგული ელექტორატით (750 ათასი ამომრჩეველი) და პარტიული ტელეკომპანია "მთავარი არხი" + ბევრი პარტია - სატელიტ და სააკაშვილის მიერ ბითუმად და ცალობით შეძენილი მედია ქართველი და არაქართველი პროპაგანდისტების ხელმძღვანელობით (გვარამია, გაბუნია, გრიგოლია, კილაძე, აქუბარდია, ჯანგირაშვილი, კუროპტევი, ლევშიცი, ბაჩია და ა.შ.)

   ესენი არიან ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, მოქმედი და თადარიგში მყოფი, რომლებმაც კარიერა გაიკეთეს სააკაშვილის დროს და მისი ერთგული თანამოაზრეები არიან. ესენი არიან 3 ათასზე მეტი გამოცდილი ბოევიკი - "ქართული ლეგიონის" მებრძოლები, რომლებიც იბრძოდნენ დონბასში, ასევე სამხრეებიანი მკვლელები - სააკაშვილის ზონდერები, რომლებიც ახორციელებდნენ მთელ მის დანაშაულებრივ დავალებებს.

   ეს არის აშშ-სა და ევროკავშირის, განსაკუთრებით კი .. ახალი ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა. სააკაშვილის ლობისტები - ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, ძირითადათ „რესპუბლიკელები“ და „საქართველოს მეგობრების ჯგუფი“. მაღალი რანგის სამხედროები და ანალიტიკოსები, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელების მრჩევლები და თანაშემწეები - აგერ უკვე წელიწადზე მეტია მკაცრად რომ აკრიტიკებენ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას (ბიძინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებას"), ადანაშაულებენ რა მას დემოკრატიისა და აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების ღალატში რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ისინი მკაცრად აფრთხილებენ, რომ თუ საქართველოს ახალი პარლამენტი არ იქნება უფრო მრავალპარტიული (ანუ, თუ "ქართული ოცნება" კვლავაც გაბედავს არჩევნებში გამარჯვებას და უმრავლესობას შექმნ პარლამენტში), ისინი მათ ბათილად ცნობენ და საქართველოში ბელარუსულ სცენარს გაიმეორებენ. აშშსა და სააკაშვილს სჭირდებათ მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა, ამიტომ მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა: მრავალპარტიული პარლამენტი უმრავლესობის გარეშე მარტივად შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი საეჭვო გადაწყვეტილების მისაღებად, მათ გარშემო თემატური უმრავლესობის ფორმირებით. მაგალითად, ეს არის სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტის შესახებ, ან პენტაგონის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის პლაცდარმად გამოყენება - ლოგისტიკური დერეფნის სახით ირანზე აშშ-ის იერიშის შემთხვევაში“.