საზოგადოება
ასლან ბჟანია - რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარებით, აფხაზეთმა მშვიდობა მოიპოვა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები მიიღო

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარებით, აფხაზეთმა მოიპოვა მშვიდობა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები მიიღო, - ამის შესახებ აფხაზეთის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც მან აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების 12 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების დღეს! რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარება ჩვენი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა მშვიდობა, მიიღო იურიდიულად დაცული უსაფრთხოების გარანტიები, რამაც შესაძლებელი გახადა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, შიდა ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა საკითხებზე ფოკუსირება“, - აღნიშნულია წერილში.

რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.