საზოგადოება
არასწორი პარკირებისთვის ჯარიმის ოდენობა ისევ იზრდება

parkirebaადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელთა თანახმადაც, დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის ავტომფლობელები 20 ლარით დაჯარიმდებიან. აქამდე ამ დარღვევისთვის მძღოლებს მხოლოდ ათი ლარის გადახდა უწევდათ. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში სითი პარკმა ოპერირების დაწყებისას მოძრაობის წესების აღნიშნულ დარღვევაზე სწორედ 20 ლარის ოდენობის ჯარიმა დააწესა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მაშინ ხელისუფლებამ სითი პარკს ჯარიმის შემცირება მოსთხოვა. როგორც ჩანს, ამჯერად კომპანიის ლობისტებმა იმარჯვეს და ახლა თავად ხელისუფლება ზრდის ჯარიმის ოდენობას.