საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვრცელდება მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 1 421 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 137, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 255 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.