სამართალი
საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. სასამართლომ 2 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო.
ადვოკატი 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ძიძა 22 აგვისტოს დააკავეს. თავად დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.