უცხოეთი
გერმანელი ექიმები აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. გერმანელი ექიმები აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლულია. ამის შესახებ ნათქვამია კლინიკა „ჩარიტის“ (Charite) განცხადებაში, სადაც ალექსეი ნავალნი ამჟამად მკურნალობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კლინიკური კვლევების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ნავალნი მოწამლულია აქტიური ნივთიერებებით, რომელთაც ეწოდება „პოლინესტერაზი ინჰიბიტორები“.

„ზუსტი შემადგენლობა ჯერ უცნობია, დაწყებულია ფართო ანალიზი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ექიმების თქმით, ნავალნი კვლავ ხელოვნურ კომაშია, თუმცა ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

1tv.g