რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: თურქული ფაქტორი, ანუ რატომ აშშ არაა წინააღმდეგი რუსეთთან საქართველოს დაახლოების (Sputnik Georgia)

   13 აგვისტოს ყველა გააოცა აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI, მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ორგანიზაციისა, რომელიც რთულია პრორუსულ განწყობებში დაადანაშაულო) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის 75% რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის მომხრეა. მიზეზები, რის გამოც აშშ–მა თავისი პოლიტიკა საქართველოს მიმართებაში შეცვალეს და მხარი დაუჭირეს მის დაახლოებას რუსეთთან, მეორე დღეს განმარტა საქინფორმის მთავარი რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა. ეს, უპირველეს ყოვლისა, თურქული ფაქტორია, რომლის დაბალანსებამხოლოდ რუსეთშეუძლია. აშშ–ს აშფოთებს სამხრეთ კავკასიაში თურქეთის გავლენის გადაჭარბებული ზრდა, კერძოდ - საქართველოში, რომლის გაყოფასაც ვაშინგტონი ანკარასთან არ აპირებს.

   21 აგვისტოსმ ანუ ერთ კვირაში უკვე მეორედ, აშშ–მა ირიბად დაუჭირეს მხარი ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს: ლაპარაკის მაგივრად, რუსეთმა, უბრალოდ, აიღოს და მოხსნას ფრენებზე აკრძალვა, მაშინ ქართველი ხალხი უფრო მარტივად ირწმუნებდა, რომ რუსეთი სერიოზულად უყურებს ყველაფერ დანარჩენსაც, რასაც ამბობს!, – ასე გამოეხმაურა აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვებს, რომელმაც გაზეთ „Труд „–თან ინტერვიუში, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების შესახებ კითხვაზე პასუხისას, განაცხადა: იმედი მაქვს, რომ ავიამიმოსვლის განახლება უახლოესი მომავალის საკითხია”.

ურთიერთობების ნორმალიზების საუკეთესო გზა იქნებოდა, რომ რუსეთს მოეხსნა ფრენებზე აკრძალვა, იმის მაგივრად, რომ დააყოვნოს ფრენებზე აკრძალვის მოხსნა ან ილაპარაკოს ფრენებზე აკრძალვის მოხსნაზე. არამედ, უბრალოდ, აიღოს და მოხსნას აკრძალვა! მაშინ ქართველი ხალხი უფრო მარტივად ირწმუნებდა, რომ რუსეთი სერიოზულად უყურებს ყველაფერ დანარჩენსაც, რასაც ამბობს!“, - განაცხადა დეგანმა.

   როგორც ხედავ, პატივცემულო მკითხველო, ერთი შეხედვით, ამერიკის ელჩი აკრიტიკებს რუს მინისტრს, კუთხეში იმწყვდევს, სთავაზობს ცარიელი სიტყვები საქმეებით განამტკიცოს, მაგრამ ეს მხოლოდ დიპლომატიაა! კელი დეგნანმა ბრწყინვალედ იცის, რომ რუსეთი ნამდვილად აპირებს უახლოეს მომავალში საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმებას - როგორც კი საქართველოს მთავრობა დათანხმდება, რფ–სა და საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით! ოფიციალური თბილისის სურვილია ამის გაკეთება რაც შეიძლება მალე, რადგან საქართველოს ტურისტული ინდუსტრია სავალალო მდგომარეობაშია რუსი ვიზიტორების გარეშე.

რის შემდეგაც აშშ- ელჩი საქართველოში, თავისივე სიტყვების საფუძველზე (ლაპარაკის მაგივრად, რუსეთმა, უბრალოდ, აიღოს და მოხსნას ფრენებზე აკრძალვა, მაშინ ქართველი ხალხი უფრო მარტივად ირწმუნებდა, რომ რუსეთი სერიოზულად უყურებს ყველაფერ დანარჩენსაც, რასაც თვითონ ამბობს!") იძულებული გახდება აღიაროს, რომ ვინაიდან რუსეთმა გააუქმა აკრძალვა ფრენებზე, მაშინ ქართველმა ხალხმა აწი უნდა ირწმუნოს ყველაფერი დანარჩენის სერიოზულობა, რასაც მოსკოვი ამბობს!

ხოლო თუ რას ამბობს მოსკოვი - იხილეთ ზემოხსენებულ ს.ვ. ლავროვის ინტერვიუში გაზეთთან „Труд», მაგალითად, რომ რუსეთი ყოველთვის აფასებდა მეგობრულ კავშირებს მის ახლობელ ქართველ ხალხთან, რომელთანაც არაერთი საუკუნე ცხოვრობდა ერთიან სახელმწიფოში. დარწმუნებულნი ვართ, რომ არსებული უთანხმოებების მოკლე ხანში დაძლევა, ორმხრივი კავშირების აღდგენა და სრულფასოვანი განვითარება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების გრძელვადიან ინტერესებს პასუხობს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო-ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 24 აგვისტო
საქართველო, თბილისი