პუბლიკაციები
ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს 2012 წელს ალიანსის – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მთავრობის მიერ ინიცირებულ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების კურსს – ლავროვი

 ფრაგმენტი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ს. ვ. ლავროვის მიერ 2020 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „Труд“–თვის მიცემული ინტერვიუდან

კითხვა: როგორია ჩვენს მეზობელთან – საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივები?

ს. ვ. ლავროვი: ბოლო 12 წლის განმავლობაში რუსეთი და საქართველო ურთიერთობენ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში. შეგახსენებთ, რომ მისი გაწყვეტა მოხდა თბილისის ინიციატივით, სააკაშვილის მთავრობის მიერ განხორციელებული სამხრეთ ოსური ავანტიურის შედეგად. რუსეთში მხარს უჭერენ ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებულ დამეგობრულურთიერთობას საქართველოსთან. დარწმუნებული ვართ, რომ ამაშიმდგომარეობს ორი ქვეყნის და ხალხის ეროვნული ინტერესი, რომელთაც საერთო ისტორია და კულტურა აერთიანებთ, დაკავშირებული არიან მილიონობით ადამიანის ერთმანეთთან გადაჯაჭვული ბედით.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს 2012 წელს სამთავრობო კოალიცია“ ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს” მიერ ინიცირებულ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს. რაც უფრო მეტია ნორმალიზება, მით უკეთესია. არანაირი შეზღუდვები რუსეთის მხრიდან აქ არ არის. აი, ჩვენს ქართველ პარტნიორებს კი, კონიუნქტურის მიზნით რომ პერიოდულად ათამაშებენ ანტირუსულ კარტს, ამ საკითხში თანმიმდევრულობა ნამდვილად აკლიათ.

მიუხედავად ამისა, ცხოვრებას თავისი მიაქვს და რუსეთს მეორე ადგილი უჭირავს საქართველოს საგარეო ვაჭრობაში თურქეთის შემდეგ (2019 წელი – 1,33 მილიარდი ბრუნვა), რუსეთში რეალიზდება ქართული ღვინის 2/3; რუსეთი ლიდერობს კერძო ფულადი გადარიცხვების მოცულობით საქართველოში (430 მლნ დოლარიგასულ წელს), უფრო მჭიდრო ურთიერთობების მხარდაჭერაზე მიუთითებს რუსი ტურისტების რაოდენობა (1,5 მლნ 2019 წელს).

2013 წლის ბოლოს რუსეთსა და საქართველოს შორის ავტობუსით რეგულარული მიმოსვლა განახლდა, 2014 წლის ოქტომბრიდან კი – საავიაციო. 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა ერთადერთი სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი “ზემო ლარსზე”. გააქტიურდა კულტურული, სპორტული, სამეცნიერო, რელიგიური, საქმიანი კონტაქტები. ამ ფონზე ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის დამუშავებაც დავიწყეთ.

სამწუხაროდ, დადებით დინამიკას დიდწილად ხაზი გადაუსვა 2019 წლის ივნის-ივლისის მოვლენებმა თბილისში, როდესაც ქართველი ნაციონალ-რადიკალების პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დროებით აიკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში ვითარებას, რა თქმა უნდა, ველით სანიტარულ-ეპიდემილოგიური სიტუაციის დალაგებას რეგიონში და მთელ მსოფლიოში და რეგულარული ავიარეისების აღდგენას სხვა მიმართულებებით.

ვიმედოვნებთ პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგური ურთიერთობების აღდგენას როგორც გ.ბ. კარასინი - ზ. ა. აბაშიძის ფორმატში, ასევე, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაილურობის ფარგლებში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მოედანზე. ვფიქრობ, შესაძლებელია თბილისსა და მოსკოვში შვეიცარიის საელჩოებში არსებული ინტერესთა სექციების პოტენციალის უფრო აქტიურად გამოყენებაც.

რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს მისთვის ახლობელ ქართველ ხალხთან, რომელთანაც ერთ სახელმწიფოში ცხოვრების არაერთი ასწლეული აკავშირებს. დარწმუნებული ვართ, რომ არსებული უთანხმოებების სწრაფად გადალახვა, ორმხრივი ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენა ჩვენი ქვეყნების და ხალხების გრძელვადიან ინტერესებში შედის.