სამართალი
თურქეთში საქართველოს მოქალაქეებმა ორი ადამიანი მოკლეს

killerთურქული მედიის ინფორმაციით, სამმა საქართველოს მოქალაქემ სასტუმრო „ბაიჰარის“ მფლობელი და მისი საყვარელი მოკლეს. ინციდენტი სტამბულის გარეუბანში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს მფლობელს სასტუმროს ქართველ თანამშრომელთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ერთ-ერთი ვერსიით, მათ მკვლელობის დღესაც იკამათეს, რის შემდეგაც სასტუმროს მფლობელი და მისი საყვარელი რამდენიმე გასროლით მოკლეს. ამ დროისთვის საქართველოს სამივე მოქალაქე იძებნება.

აღნიშნული მოქალაქეების ვინაობისა და სხვა დეტალების დასადგენად საქინფორმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ვაშაძის უწყების პრესსამსახურში ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ.