საზოგადოება
აბასთუმანში ფერისცვალების სახელობის ტაძრის მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დააფინანსებს

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. აბასთუმანში ფერისცვალების სახელობის ტაძრის მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დააფინანსებს,- ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ტაძართან ერთად იგეგმება სამრეკლოსა და აუცილებელი სხვა ნაგებობების აშენებაც.

2020 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრისთვის განკუთვნილი ადგილი. ამ ტერიტორიაზე ტაძართან ერთად იგეგმება სამრეკლოსა და ტაძრისთვის აუცილებელი სხვა ნაგებობების აშენებაც. მეუფე თეოდორე და მონასტრის დედები მადლიერებით აღნიშნავენ, რომ მშენებლობას დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, 25 წლის განმავლობაში ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით 900-მდე ეკლესია-მონასტერს ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მხოლოდ წელს სამუშაოები 87 ეკლესია-მონასტერში მიმდინარეობს.