საზოგადოება
კელი დეგნანმა მიტროპოლიტ ნიკოლოზს უმასპინძლა

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა 19 აგვისტოს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტ ნიკოლოზს უმასპინძლა.

ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე ელჩის სამცხე-ჯავახეთში ვიზიტი და ის მრავალმხრივი ურთიერთობა განიხილეს, რომელიც საელჩოს, მიტროპოლიტსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აკავშირებთ. მათ შორის სხვა ეკლესიებთან და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობების ხელშეწყობის კუთხით.