სამართალი
ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იცრუა, როცა განაცხადა, რომ „Financial Times“-მა საქართველო №1 რეფორმატორად აღიარა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა მათიას ჰუტერმა საგანგებო სტატიით საქართველოს №1 რეფორმატორად აღიარება უარყო, რომლის მტკიცებით, „მსგავსი სტატია „Financial Times“-ში არასოდეს გამოქვეყნებულა“.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჰუტერის განცხადებას აბსურდულად მიიჩნევს და კომენტარს არ აკეთებს.