პუბლიკაციები
ფერადი რევოლუციების, მათ შორის, „ვარდების რევოლუციის“ ავტორი საქართველოში, ბერნარ -ჰენრი ლევი შეხვდა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულ სვეტლანა ტიხანოვსკაიას

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი და ჟურნალისტი ბერნარდ-ჰენრი ლევი, რომელიც მედიაში "ლიბერალიზმის ნაცრისფერ კარდინალად" მონათლეს, ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა. ლევის თქმით, შეხვედრა ვილნიუსში გაიმართა. თუ რა იყო მათი საუბრის საგანი, ლევიმ არ დააკონკრეტა. მწერალმა აღნიშნა, რომ ტიხანოვსკაიასთან შეხვედრამ აღაფრთოვანა და მას ”ბელრუსის რევოლუციის სახე” და ტირანლუკაშენკს” ოპოზიცია უწოდა.

ლევი ცნობილია სხვადასხვა ქვეყანაში ლიბერალური ღირებულებების და რევოლუციური მოძრაობების მხარდაჭერი. კერძოდ, 1999 წელს მან ნატოს ქვეყნებს მოუწოდა დახმარებოდნენ „კოსოვოს გათავისუფლების არმიას და დაეწყოთ იუგოსლავიის დაბომბვა, ასევე მხარდაჭერა აღმოეჩინათ იჩერიის არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან მასხადოვთვის. ამასთან, ფრანგი ჟურნალისტი მხარს უჭერდა საქართველოში ვარდების რევოლუციას 2003 წელს და ევრომაიდანს“ უკრაინაში 2014 წელს. ლევი ასევე მონაწილეობდა "არაბული გაზაფხულის" მოვლენებში, გამოდიოდა ლიბიის ლიდერის, ამარ კადაფის წინააღმდეგ, და სთავაზობდა სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმთან გამკლავება ლიბიის სცენარის მიხედვით.