სამართალი
საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტი 163 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი 19 პირს დაუდგინდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 221-ს შეადგენს. მათგან 80 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.