უცხოეთი
საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება, - „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ტრაქტორის ქარხნის მუშებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
interpressnews.ge