საზოგადოება
RI - გამოკითხულთა ყველაზე დიდი კეთილგანწყობით პატრიარქი სარგებლობს

 საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ IRI-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობილებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს.

პატრიარქის შემდეგ ყველაზე დიდი კეთილგანწყობა გამოკითხულებს ამირან გამყრელიძის მიმართ აქვთ - 74%.

გარდა ამისა, IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63%-ს გიორგი გახარია მოსწონს, 57%-ს - კახა კალაძე, 53%-ს - დავით ბაქრაძე, 42% -ს - შალვა ნათელაშვილი, 41%-ს - ბიძინა ივანიშვილი, 41%-ს - გრიგოლ ვაშაძე, 40%-ს - გიორგი ვაშაძე, 37% - დავით უსუფაშვილი, 36% - ნიკა მელია, 34% - ალეკო ელისაშვილი, 34% - არჩილ თალაკვაძე, 32% - გიგი უგულავა, 32% - სალომე ზურაბიშვილი, 30% - ირაკლი ოქრუაშვილი, 28% - ირმა ინაშვილი, 27% - მამუკა ხაზარაძე, 25% - ნინო ბურჯანაძე, 17% - ეკა ბესელია, 14% - ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 13%.

აღნიშნული კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, პირდაპირი გამოკითხვის ფორმით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 18 წლის ზემოთ ასაკის საქართველოს 1 500 მოქალაქე გამოიკითხა.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.