პოლიტიკა
სენსაცია! აშშ-მა აღიარა, რომ საქართველოს მოქალაქეთა 75% რუსეთთან დიალოგის მომხრეა!

 საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართველთა 75% რუსეთთან შემდგომი დიალოგის მომხრეა.

კითხვაზე „მხარს უჭერთ თუ არა საქართველოსა და რუსეთს შორის შემდგომ დიალოგს“, გამოკითხულთა 40%-მა უპასუხა, რომ სრულად უჭერენ მხარს, 35% კი ამას მხარს ნაწილობრივ უჭერს.

გამოკითხულთა მხოლოდ 14%-ია დიალოგის წინააღმდეგი, ნაწილობრივ წინააღმდეგია 8%. რესპონდენტთა 3%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

ამავე დროს, საქართველოში გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობა ცუდია, 6% ფიქრობს, რომ კარგია, ხოლო 8% ნეიტრალურად მიიჩნევს.

ამავე გამოკითხვის თანახმად, ქართველთა 71% მიიჩნევს, რომ ურთიერთობები სომხეთთან კარგია, 14% ფიქრობს, რომ ნეიტრალურია, ხოლო 10% – ცუდი.

გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობაა, ნეიტრალურია – 13%, ხოლო 14% ფიქრობს, რომ ცუდია.