საზოგადოება
საქინფორმი: კორონავირუსთან ბრძოლაში, საქართველომ შეიძლება მსოფლიოში პირველი ადგილიდან ბოლოზე გადაინაცვლოს!

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ნახევარი წელი გავიდა, მაგრამ საქართველოში, როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ შეაფასეს სასწაული - მთელი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 1200 – ზე ცოტა მეტი ინფიცირებულია! დროზე ადრე მათ დაიწყეს საზღვრების, რესტორნების და თითქმის ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გახსნა, და ეს - იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს ყველა მეზობელი - რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი - რთულეს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაშია და ინფიცირებულთა რიცხვდღეში ათასობითაა!

მიუხედავად ზაფხულის საკურორტო სეზონის დასასრულის ახლოებისა, იმის ნაცვლად, რომ დაეხანებინათ თუნდაც ერთი ელი, მით უფრო, რომ აცივებასთან ერთად აუცილებლად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და არა მხოლოდ COVID-19-ით, არამედ სხვა ახალვირუსებითაც, ჩვენმა მოქალაქეებმა ადგილობრივ კურორტებს მიაშურეს! და იქ დასასვენებლად დარჩნენ 20 დღის განმავლობაში სახელმწიფოს ხარჯზე, ანუ კარანტინში, როგორც მესტიაში ...

მინდა, კარგად იცოდეთ, რომ მესტიის მსგავსი ლოკაციები თუ რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში, ქვეყანას საკმარისი რესურსი არ აქვს, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასშტაბური გამოკვლევა მოხდეს.

მინდა, კარგად იცოდეთ, რომ თუ მესტიის მსგავსი ლოკაციები ქვეყანის რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ასე ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები. საბედნიეროდ, ყაზბეგში ჯერ არ ჩანს ის, რომ ასეთი მდგომარეობა შეიქმნება. იქ ვითარება გაცილებით კონტროლირებადია, რასაც ჯერ ვერ ვიტყვი მესტიაში. ის 1 000 სინჯი, რომელიც გუშინ ავიღეთ, რეალურად გვაჩვენებს, რა სიტუაციაა მესტიაში“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ და აღნიშნა, რომ თუ საზოგადოება სიფრთხილეს არ გამოიჩენს, საქართველოში ვითარება ისეთივე იქნება, როგორიც მის მეზობელ ქვეყნებშია.

ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს, შავი ზღვისპირეთს, კახეთს, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, თუ დახურულ სივრცეებში არ ვატარებთ ნიღაბს, თუ არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის რაც დღემდე მოვიდა, სამწუხაროდ, აღარ იქნება. ვითარება შეიძლება გახდეს ისეთივე, როგორიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია. განსაკუთრებით მოვუწოდებ მათ, ვისი ბიზნესებიც ახლა მუშაობს, სასტუმროები იქნება თუ რესტორნები – ყველამ მაქსიმალურად დაიცვას წესები თავის კლიენტებთან ურთიერთობაში. ამაზე იქნება დამოკიდებული, რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ ასე მშვიდობიანად და ნელ-ნელა გავიდეთ ფონს და აციებამდე არ დაგვემუქროს ინფექციის ფართოდ გავრცელება, საჭირო იქნება თითოეული ჩვენგანის ამ პროცესში ჩართულობა“, – განაცხადა იმნაძემ.