პოლიტიკა
IRI: „ქართული ოცნება“ – 33%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 16%

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მოსახლეობის 33%-ის პირველი არჩევანი იქნებოდა.

12 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. მოსახლეობის 5%-იანი მხარდაჭერით სარგებლობენ „ევროპული საქართველო“ და გიორგი ვაშაძის პარტია „ახალი საქართველოსთვის“.

„ქართული ოცნება“ – 33%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16%;

„ევროპული საქართველო“ – 5%;

„ახალი საქართველოსთვის“ – 5%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 3%;

„სამოქალაქო მოძრაობა“ – 2%;

„ლელო საქართველოსთვის“ – 2%;

„გირჩი“ – 2%;

ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობაა“ – 1%;

„გამარჯვებული საქართველოსთვის“ – 1%;

სხვა - 1%;

არც ერთი - 1%;

არ ვიცი - 17%

უარი პასუხზე - 11%

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% არც ერთ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“ კი - 25%.

გამოკითხვისთვის საველე სამუშაოები 2020 წლის 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში IPM-მა ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

გამოკითხვა კოორდინირებული იყო დოქტორი რასა ალისაუსკიენეს მიერ, საჯარო და მარკეტინგული (საბაზრო) კვლევების კომპანია „Baltic Surveys/The Gallup Organization“-ის მიერ IRI-ის ცენტრის „Center for Insights in Survey Research“ პირისპირ ინტერვიუების გზით, რესპონდენტების სახლებში. გამოკვლევა დააფინანსა USAID-მა.

გამოკითხვაში მონაწილეობდა საარჩევნო ხმის უფლების მქონე 18 ან უფროსი ასაკის საქართველოს 1500 მუდმივი მცხოვრები. შერჩევა არის რეპრეზენტაციული ზოგადი მოსახლეობის ასაკის, გენდერის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. პასუხის კოეფიციენტი იყო 66 პროცენტი.