საზოგადოება
საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართული კომპანია სამედიცინო პირბადეების წარმოებას აგრძელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ადგილობრივი წარმოების ოთხი მილიონი სამედიცინო პირბადე ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.
„პირბადეები ქართულმა კომპანიამ შეკერა. ეს არის უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები, რომლებიც სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.