რელიგია
ილია მეორე რუსეთში აფხაზეთის გავლით ჩაბრძანდება

katplikos_ilia2როგორც „Georgianpeoples“-ს რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრმა, „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ ხელმძღვანელმა გოჩა ძასოხოვმა განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე

რუსეთში აფხაზეთის გავლით ჩაბრძანდება. ამ საქმეში კი მედიატორის როლს „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ შეასრულებს.

„მე შემიძლია გითხრათ, თუ რა შედეგი ჰქონდა ამ შეხვედრას. რუსეთის მხარემ საქართველოს პატრიარქი პირველად მოიხსენია სრული ტიტულით – ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი. მე შევხვდი ქართული ეკლესიის წარმომადგენლებს, არ მაქვს უფლება, დაწვრილებით გესაუბროთ ამ შეხვედრის შესახებ, თუმცა მნიშვნელოვანი საკითხი, ვფიქრობ, არის ის, რომ ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის რუსეთში ჩამობრძანება ჩვენი მოძმე აფხაზეთის გავლით მოხდება და ამ საქმეში მედიატორის როლს „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ შეასრულებს“ – განაცხადა გოჩა ძასოხოვმა.