უცხოეთი
ალექსანდრ ლუკაშნეკო - აქციების მონაწილეებს პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან მართავდნენ

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. ალექსანდრ ლუკშნეკოს განცხადებით, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ აქციებს პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან ხელმძღვანელობდნენ. ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა დსთ-ს აღმასრულებელ მდივარ სერგეი ლებედევთან შეხვედრაზე გააკეთა.

„არჩევნები დღესასწაულია. ვიღაცას ამ დღესასწაულის ჩაშალა უნდოდა. ჩვენ ისინი დავინახეთ – ღამე ისინი უკეთ გამოჩნდნენ. ჩვენ დავაფიქსირეთ ზარები საზღვარგარეთიდან – პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან. ისინი ჩვენს ცხვრებს მართვადნენ. ჩვენები ვერ ხვდებიან რას აკეთებენ და ამიტომ მათ მართავენ“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგები გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა თითქმის 80%-მა დაუჭირა მხარი. დემონსტრაციები უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. არიან დაკავებულები და დაშავებულები. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

ბელარუსის ქალაქებში დემონსტრაციების გამართვა დღესაც იგეგმება.

1tv.ge