პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ბატონო ბიძინა ივანიშვილო! 12 წელი ინდულგენციისთვის საკმარისია?!

     ბატონო ბიძინა!

მე არ მომწონს ბოლშევიკების მიერ გამოგონილი საზოგადოებრივი კომუნიკაციის ოფიციალური ფორმები, როგორიცაა ღია წერილები და კოლექტიური მიმართვები, მაგრამ ამავე დროს, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა ჩემთვის ძალზე საძულველია. უაზრობაა თქვენთან დაკავშირება „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ვებსაიტის კონტაქტით, ან თქვენი ფეისბუქის გვერდების საშუალებით - ისინი დაბლოკილია უბრალო მოკვდავებისთვის თქვენ მიერ დაქირავებული ერთი და იგივე თანამშრომლების მიერ, რომელთა შესახებ, რა თქმა უნდა, არ იცით. სრული აბსურდია - იმის ნაცვლად, რომ აჩვენოს „ქართული ოცნებისა“ და მისი თავმჯდომარის დემოკრატიულობა, ორმხრივი კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდები - ვებსაიტის, ელ.ფოსტის და სოციალური ქსელების საშუალებით - პირიქით, ააღიზიანებს მოქალაქეებს და შესაბამისად, თქვენს წინააღმდეგ მუშაობს. არადა, ორ თვე-ნახევრის შემდეგ - საპარლამენტო არჩევნებია...

     ბატონო ბიძინა!

თქვენ, რა თქმა უნდა, გახსოვთ, რომ სხვაგვარი აზროვნების ნებისმიერი გამოვლინება კომუნისტური პარტიის ლიდერების მიერ დანაშაულად მიიჩნეოდა და მკაცრად ისჯებოდა, ხშირად - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. ფარისევლელი კომუნისტი ხელმძღვანელები სსრკ-ის არსებობის ბოლო წლებში, მთლიანად ჩაეფლნენ კორუფციაში და მიუწვდომელი გახდნენ რიგითი მოქალაქეებისათვის, რამაც ისინი დაღუპა. ჰოდა, ამ ღია წერილის მოწერა თქვეთვის მათმა სულიერმა შთამომავლებმა მაიძულეს - თქვენი უპასუხისმგებლო ჩინოვნიკები, რომლებიც ვალდებულნი არიან აცნობონ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს საქართველოში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და საზოგადობის განწყობების შესახებ, რასაც არ აკეთებენ. ისინი კომუნისტური წარსულის გადმონაშთები არიან, რომლებიც საბჭოელი ბიუროკრატების წესით ცხოვრობენ - ”ნუ გამოირჩევი და აამე, მლიქვნელობა ცოდვა არ არის”, ”ნუ აცნობებ უფროსობას ცუდს ამბებს - დაე შენ მაგივრად ეს სხვებმა გააკეთონ”, ”ნუ მიუთითებ შენს უფროსს მის შეცდომებზე, ის უფროსია, შენ კი ბრიყვი ”და” ინიციატივა ისჯება”. თქვენი ჩინოვნიკების უმეტესობა 30 და მეტი წლის წინ, უდავოდ, ისხდებოდნენ რაიკომის კაბინეტებში ლენინის პორტრეტიის ქვეშ, და თუკი ვინმე ერთხელ მაინც ურჩად, თავისუფალი აზროვნების მქონედ და, შესაბამისად, არასაიმედოდ მოეჩვენებოდათ, იმ უბედურის და მისი შთამომავლების მომავალიც სავალალო იქნებოდა - რაიკომის კომპრომატებით მას სამსახურში კი არა, ციხეშიც არ მიიღებდნენ! სიტუაციის გადარჩენა მხოლოდ ნაცნობობის საშუალებით შეიძლებოდა - თუკი შერისხულ მოქალაქეს ხელი მიუწვდებოდა ცეკა-ზე, ედუარდ შევარდნაძესა ან მის მეუღლეზე, ქართული ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლების მეშვეობით.

   დღეს კი საერთოდ არ არსებობს სიმართლის მიტანის გზა ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ხელმძღვანელამდე - მმართველი პარტიის შემქმნელსა და თავმჯდომარემდე. თქვენთა დაახლოებული ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები ვერ ბედავენ თქვენთან შუამდგომლობას ანდა რაიმე უსიამოვნო სიახლის მოწოდებას ვინმესა ან რამეზე, რადგან ეშინით თქვენი კეთილგანწყობისა და ხელგაშლილი მეურვეობის დაკარგვის. ატმოსფერო კი ქართველ საზოგადოებაში, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, არაჯანსაღია. ქართველ საზოგადოებაში, მე, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ არა პოლიტიკურ პარტიებსა და ელიტას, არამედ ქართველ ხალხს, რომლის პულსზეც არაერთი წელია ხელი მიდევს ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. მოგიყვანთ მხოლოდ ერთ, უახლეს მაგალითს, რამაც უარყოფითად იმოქმედა ქართული ოცნების“ რეიტინგზე.

თავიდანვე დავაზუსტებ ჩემს პოზიციას - სახეში შევაფურთხებ ნებისმიერ ქართველს, ვისაც არ სურდა და არ სურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა. მაგრამ მხოლოდ პროვოკატორს შეეძლო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა "გრადებით" და რეგულარული არმიით საკუთარივე მოქალაქეებისა და სამშვიდობოების წინააღმდეგ. მაშ, რატომ არავინ წარმოთქვა საქართველოში 7-8 აგვისტოს, გასულ პარასკევსდა შაბათს, ტრაგედიის 12 წლისთავზე, სახელი "სააკაშვილი", ერთი საყვედურიკი მის მიმართ, გარდა ირაკლი კობახიძისა, რომელმაც მას მოღალატე უწოდა და შეახსენა „ნაციონალური მოძრაობის“ საზარელი ღალატის შესახებ?! როგორ მოაწერეს ხელი აგვისტოს ომიდან 2 თვის შემდეგ, ევროსაბჭოს ცნობილ რეზოლუციას, რომელმაც ისისნი, ანუ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, აღიარა ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ინიციატორად, რომელიც დაიწყო ქართულმა არმიამ 2008 წლის 7 აგვისტოს, და რომელსაც რუსეთმა მოგვიანებით უპასუხა!

თქვენი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა შეახსენა სხვა სამარცხვინო ფაქტებიც - მაგალითად, თუ როგორ გაიქცა სააკაშვილი ბრძოლის ველიდან და გორში, ქუჩაში მარტო დატოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი! მაგრამ ირაკლი კობახიძე მხოლოდ ერთმა მოკრძალებულმა, მცირე აუდიტორიის მქონე საკაბელო სატელევიზიო არხმა მიიწვია (”პალიტრანიუსი”, ტოქშოუ ”360 გრადუსი)”, ხოლო ყველა მსხვილი ტელეკომპანია (”რუსთავი 2”, “მთავარი არხი”, ”იმედი” და ა.შ.) ატრიალებდა 2008 წლის აგვისტოს ცნობილ ვიდეოს, რუსი აგრესორების - ოკუპანტების შესახებ კომენტარების თანხლებით.

   მაშ, რისთვის ვამზადებთ ჩვენს შვილებს, ბატონო ბიძინა!?! ცხინვალის ტყეებში დასალპობად, თუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, აფხაზებისა და ოსების მხოლოდ მშვიდობით დასაბრუნებლად, როგორც ეს გუშინწინ პრემიერ-მინისტრმა გეორგი გახარიამ განაცხადა?! ჩვენ არასდროს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან ძალიან კარგად ვიცით, რომ შვიდობის ალტერნატივა არ არსებობს და რომ მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების წინაპირობაა”, - თქვა გახარიამ და ამით აღიარა, რომ მაშინდელი მთავრობის მხრიდან შეცდომები იყო, მაგრამ ამჟამინდელი მთავრობა მათ არასდროგაიმეორებს. სწორად გავიგე?

ფაქტი, რომ კონფლიქტი დაიწყეს სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" (ნუ ავურევთ საქართველოსა და ქართველ ხალხში!), კობახიძის მიერ ნახსენები ევროსაბჭოს რეზოლუციის გარდა, დაფიქსირებულია ჰეიდი ტალიავინის დასკვნაში, ამის შესახებ განაცხადეთ თქვენს პირველ პრესკონფერენციაზე, 2011 წლის 1 ნოემბერს, ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ეს იცის მთელმა მსოფლიომ, ეს კარგად იცის საქართველოში ყველამ, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანეულმა ოპოზიციამაც. მაშ, რატომა არის, რომ ყველა ქართული ტელეარხი და მაღალი რანგის ჩინოვნიკი, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი და ელჩები, ამ ვითარებას ცალმხრივად ხატავენ - როგორც რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან სამხედრო ინტერვენციასაქართველოს წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის ტერიტორიების ოკუპაციის მიზნით? კითხებით, ბატონო ბიძინი, როგორც უდიდეს ბიზნესმენ - რა ეკონომიკური მოგება მიიღო რუსეთის ფედერაციააფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციიდან? ფილანტროპი ივანიშვილი საქართველოში დაბრუნდა, როგორც მილიარდერი, და სამშობლოს დახარჯა 3 მილიარდამდე დოლარი, და არ ქცეულა მილიარდერად საქართველოში, არ მიუთვისებია ამერიკული დახმარების 5 მილიარდიდან სამი, როგოც ავარა სააკაშვილმა. თქვენ ტრიალებდით მოსკოვის უმაღლეს წრეებში, ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ რუსეთძალიან უკმაყოფილო იყვნენ პრეზიდენტ მედვედევის მაშინდელი გადაწყვეტილებით. რუსი გადასახადის გადამხდელები უკმაყოფილო არიან იმით, რომ უწევთ რუსეთისთვის სრულებით არასაჭირო ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დოტაციაზე შენახვა, რადგან რუსები დასასვენებლად სოხუმსა და ცხინვალში კი არა, არამედ თბილისსა და ბათუმში, ბორჯომსა და ბაკურიანში, რაჭაში, სვანეთში, კახეთსა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საქართველოს სხვა უნიკალურ კუთხეები ჩადიან, სადაც არის მომსახურება და არ არის დანაშაული. რუსეთში ოცნებობენ, რომ ოსები და აფხაზები ქართველებს შეურიგდნენ და რუსეთმა ბოლოსდაბოლოს მოიხსნას ეს მძიმე ფინანსური ტვირთი კისრიდან. და თუ ჩვენმინისტრები ჯერ არ მოხსენებიათ, გაცნობებთ, რომ ცხინვალსა და, განსაკუთრებით კი სოხუმში, ბევრი უკმაყოფილოიქ არსებული უიმედო ვითარებით და ენატრებაქართველებთან ერთად მშვიდობიანი ცხოვრება, სურთ კვლავაც ესტუმრონ ერთმანეთს და შექმნაშერეული ოჯახები. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია მათთან დაკავშირება ფეისბუქის საშუალებით, ან გულწრფელად საუბარი თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულ აფხაზებსა და ოსებთან.

   მაშ, განა, უკეთესი არ არის ამით სარგებლობა, შერიგების პროცესში ორივე მხარისთვის პატივსცემი ხალხის დროულად ჩართვა და არა ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივება, თანაც არა მარტო ქართველებში - რუსებთან მიმართებაში, არამედ ოსებსა და აფხაზებთან მიმართებაშიც, რადგან, არა არტო რუსები, არამედ ისინიბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ? შურისძიების გრძნობის გარდა, რას შეიძლება ანიცდიდეს ფიცხიახალგაზრდა ქართველი, როდესაც ჩვენი უბედურების ხარჯზე გამდიდრებული გამყიდველი პაპარაცები და ქართული ტელეარხები, ძირითადად, მოღალატეებითდა ჰომოსექსუალებით დაკომპლექტებული, მუდმივად ატრიალებენ იმ დღეების საშინელ კადრებს?! აი რატომ არის დონალდ ტრამპი ათასჯერ მართალი, წამყვანი ამერიკლი მედიის ანტისახელმწიფოებრივი დივერსიული საქმიანობის გამოვლენაში! სასაცილოც არის და სატირალიც - ჩვენი ვაიტელევიზიონშიკები, საზარელ სატელევიზიო კლიპს რომ ატრიალებენ, რომელიც მთელმა მსოფლიომ იხილა, ისეთი სულელები არიან, რომ ავიწყდებათ პირველი კადრების ამოჭრა - სადაც სააკაშვილის "გრადები" ცვივა ცხინვალის თავზე - იმ იმედით, რომ ქართველი ხალხი სრული იდიოტია, რომელიც მათ რუსების „კატიუშად” მიიღებს! ამასობაში დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, როგორც ეს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორე თავის ქადაგებაში ბრძანა...

   დასასრულ, საეჭვოდ ხომ არ გეჩვენებათ, ბატონო ბიძინა, რომ მაღალი რანგის ქართველი ჩინოვნიკების, უცხოური ორგანიზაციებისა და ელჩების განცხადებები თითქოსდა დაკოპირებული იყო ერთი დიდი საელჩოს პატარა ელჩის განცხადებიდან? აბსოლუტურად უდავო ფაქტის გარდა - რუსული არმია შემოვიდა დე-იურე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც მან უნდა დატოვოს! - იქ ეშმაკურად არის ჩართული გაცვეთილი შტამპები ბორდერიზაციასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებაზე, კორონავირუსზე, რომელსაც რუსეთი, თითქოსდა, საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიის, როგორც რუსული პროპაგანდის მთავარი სამიზნის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში იყენებს. რაშია საქმე?! უხეშად ქმნიან მითს, რომ ის დაიჯერონ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც 12 წლის წინ ჯერ კიდევ თინეიჯერები იყვნენ? ან მიზანი გაცილებით უფრო ახლოა - მომზადდეს ქართველ საზოგადოებაში საფუძველი უცხოური, მაგალითად, ნატოსი ან წმინდა ამერიკლი ინტერვენციისთვის, რომელიც, ვითომდა, დაიცავს საქართველოს "მორიგი რუსული აგრესიისგან", სინამდვილეში კი შექმნის პლაცდარმს კავკასიაში რუსეთის დაბლოკვისა და ირანზე იერიშის მისატანად საქართველოს ტერიტორიიდან? განა უცხო ქვეყნების არმიებმა საქართველო გადაარჩინეს 1918 ან 2008 წლებში? და თუ სააკაშვილი და მისი თანამებრძოლები, რომლებიც დღეს ოპოზიციურ პარტიებს უდგანან სათავეში, მოღალატეებარ არიან, როგორ შეიძლება სერიოზულად ევარაუდათ, რომ ქართული არმია შეძლებს რუსული არმიის დამარცხებას, ომელიც ნამდვილად მოახდენს რეაგირებს, ოგორც ამის შესახებ არაერთხელ გააფრთხილა პუტინმა სააკაშვილი?!

   მაშ რა უფლება აქვთ მოღალატეებს, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში - განა მოღალატეები პარლამენტში უნდა ისხდნენ და არა ციხეში?! მაშინ რატომ ითხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამის საწინააღმდეგოს?! ნუთუ 12 წელი საკმარისი ინდულგენციის მისაღებად?! შესაძლოა მე არ მესმის რაღაც, მაგრამ 8 აგვისტოს რატომ არავინ თქვა სიმართლე სააკაშვილისა და მისი „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ, ირაკლი კობახიძის გარდა?! რატომ დუმს ყველა მაშინდელ თავდაცვის მინისტრზე - საერთაშორისო მაფიოზ კეზერაშვილსა და გენერლებზე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრყოფილ ხელმძღვანელებზე, ფინანსურ დანაშაულში, თაღლითობაში, იარაღის გაყიდვსა და ნარკოტიკების გასაღება-ხმარებაში რომ არიან ჩაფლული?! ნუთუ გვექნება ამ დამნშავეების ხილვის "სიამოვნება" ქვეყნის პარლამენტში 31 ოქტომბრის შემდეგ?!

პატივისცემით,

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგილი

2020 წლის 8 აგვისტო
საქართველო, თბილისი