პოლიტიკა
გიგი უგულავა კანონგარეშე კორუფციონერია, რომელსაც კანონიერი პარლამენტარობა სურს - საქინფორმი

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. 2003 წ., როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. საბჭოური აზროვნების მქონე ძველი პოლიტიკოსები ჩაანაცვლეს ეგრეთ წოდებულმა "ახალგაზრდა რეფორმატორთა" გუნდმა, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდნენ. ეს პოლიტიკოსები ცნობილი იყვნენ არა მხოლოდ როგორც ოპოზიციონერები და ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გუნდის ყოფილი წევრები, არამედ როგორც უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების პოპულარული წარმომადგენლები. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად მაშინვე დაიწყო სახელისუფლო სტრუქტურების შევსება თავისი მომხრეებით. სწორედ ამ მომენტში დაიწყო საქინფორმის სერიის "ბანდიტური თბილისის" მორიგი გმირის, გიგი უგულავას პოლიტიკური კარიერა.

2005 წლის 20 აპრილიდან 12 ივლისის ჩათვლით, გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას, ხოლო ამის შემდეგ სწრაფადვე დაინიშნა თბილისის მერად. მის მიერ დედაქალაქის მართვის დროს 2005 წლიდან 2013 წლამდე ქალაქის ბიუჯეტიდან მოპარული იქნა 50 მილიონი ლარი, რის შედეგადაც აღიძრა ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმე. 2013 წლის 22 თებერვალს გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს "Tbilservice Group"-ის საქმეზე, სადაც, 2009 წლის დეკემბრიდან, საბიუჯეტო სახსრების გათეთრება ხორციელდებოდა თანამშრომლების ფიქტიური დაქირავებით. საკადრო გეგმასა და სახელფასო ფონდს პირადად ამტკიცებდა უგულავა. სულ რაღაც 2 წელიწადში თბილისის ყოფილმა მერმა დაიქირავა 800–მდე არარსებული თანამშრომელი, ხოლო ქალაქის ბიუჯეტიდან დატაცებულმა თანხამ 5 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს იყო პირველი, მაგრამ არა ერთადერთი ეპიზოდი სააკაშვილის თანამოაზრის არალეგალური საქმიანობის გამოძიების საქმეში.

საბიუჯეტო სახსრების დატაცების მორიგი ფაქტი უკავშირდება თბილისის განვითარების ფონდის“ ფულის გათეთრებას, რომელიც შეიქმნა 2010 წლის 16 ივლისს დედაქალაქის ისტორიული შენობების რეკონსტრუქციის მიზნით. ფონდი დაფინანსებას იღებდა სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, მაგრამ შენობების სავალდებულო რეკონსტრუქციის ნაცვლად, თანხების ნაწილით ფინანსდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო საქმიანობა. უგულავამ არ შეცვალა ფულის გათეთრების კრიმინალური სქემა და, როგორც ” Tbilservice Group”-თან დაკავშირებულ ისტორიაში, საბიუჯეტო თანხებს ჩამოწერდა იმ პირების შრომითი ანაზღაურების ხარჯზე, რომლებსაც ვითომ ფონდი ქირაობდა 2011–2012 წლებში. დოკუმენტებში მითითებული არქიტექტორები და მუშები სინამდვილეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ. ყოფილი მმართველი პარტიის უკანონო დაფინანსების მთლიანმა რაოდენობამ 48 მილიონი ლარი შეადგინა.

გიგი უგულავას მაქინაციებში მონაწილეობდა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ორგი საბანაძე. ფონდის სახელით, მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს კომპანიების - „ City Event Ltd“-სა და შპს „Space House Ltd“- თვის მომსახურების გაწევის შესახებ. 2012 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით, ზემოხსენებული საწარმოები აწყობდნენ ფურშეტებს ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებისთვის, რაზედაც 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა თბილისის განვითარების ფონდის ანგარიშიდან. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, საბანაძე საზღვარგარეთ იტალიაში გაიქცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი ინტერპოლში მოთხოვნის გაგზავნა მოუწია. თავად გიგი უგულავასაც სურდა მიებაძა თავისი თანამზრახველის მაგალითისთვის, მაგრამ გაქცევა ვერ მოახერხა, რადგან სამართალდამცავმა ორგანოებმა მოასწრეს მისი დაპატიმრება აეროპორტში. ბევრისთვის საქართველოში ეს იქცა "სამართლიანობის ტრიუმფად", რადგან "არავინ არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა."

დედაქალაქის ყოფილი მერი პირველად გაასამართლეს 2015 წელს, ხოლო გამოძიების მიერ მისი დანაშაულებრივი საქმიანობის ახალი მასალების აღმოჩენის შემდეგ 2020 წელსაც. 10 თებერვალს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მთელმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთხმად განაცხადა, რომ საქმე „პოლიტიკურად მოტივირებულია“, ხოლო ათობით მილიონი საბიუჯეტო თანხის გაქრობის შესახებ მოკრძალებულად დუმდნენ.

2020 წლის 8 მარტი რადიკალური ოპოზიციის ერთგვარ წარმატებად იქცა. ევროპარლამენტის, აშშ-ის სენატორების, ასევე საქართველოს ოპოზიციონერი მოღვაწეების მხრიდან მმართველი პარტია ქართული ოცნების "არადემოკრატიულობაში“ მრავალჯერ დადანაშაულების შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა, ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის ოპოზიციის წარმომადგენლებთან საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მისი ერთ-ერთი პუნქტი ასევე იყო „პოლიტპატიმრების“ განთავისუფლება. მოგვიანებით, იმავე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოაცხადეს ცვლილებების შეტანის თაობაზე კენჭისყრას, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დესტაბილიზაციის მიზნით, მოითხოვეს გიგი უგულავასა და გიორგი რურუას გათავისუფლება. ნმ და „ევროპული საქართველო“ იმედოვნებდნენ, რომ ცვლილებები ჩავარდებოდა და იარსებებდა საბაბი მასობრივი საპროტესტო აქციების გასამართავად, რომლებსაც ადგილი ჰქონდა გასულ ნოემბერში, მაგრამ ქართულმა ოცნებამ“ შეძლო მოლაპარაკება დანარჩენ პარლამენტთან ცვლილებების შესატანად. ამასთან, გიგი უგულავა შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა, ხოლო რურუას ახლახან 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გათავისუფლებისთანავე, თბილისის ყოფილმა მერმა დაუყოვნებლად გააჟღერა ერთ-ერთი რეგიონის მაჟორიტარ კანდიდატად გახდომის განზრახვა. მას შემდეგ, რაც ევროპულმა საქართველომ“ გამოაცხადა კანდიდატთა სია ოლქებში, ცნობილი გახდა, რომ პარტიამ უგულავა წამოაყენა ზუგდიდის არჩევნებში. გათავისუფლების შემდეგ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში გადაყენებულმა მერმა, ზუგდიდში მანდატის მიღების პერსპექტივის შესახებ კითხვის პასუხად, განაცხადა, რომ "ადამიანი შეიძლება იყოს გენიოსი, მაგრამ თუ ის ცნობილი არ არის, არც აირჩევენ". ამრიგად, შეწყალებული ჩინოვნიკი სერიოზულად იმედოვნებს ხალხის მხარდაჭერის მიღებას იმის გამო, რომ ელექტორატი იცნობს, და ავიწყდება დედაქალაქში მისი ბნელი წარსულის შესახებ. ფაქტი ფაქტად რჩება: უგულავას ბრალეულობა საბიუჯეტო სახსრების გათეთრებაში სასამართლოში დამტკიცდა, ამიტომ დასაფიქრებელია, კვლავაც ხომ არ გამოიყენებს იგი თავის საყვარელ კრიმინალურ სქემებს უკვე ქვეყნის პარლამენტში.

ზაზა კობიაშვილი