საზოგადოება
ძალიან კარგად მახსოვს უპასუხისმგებლო მოღალატე პოლიტიკოსების განცხადებები, მათი მოღალატური საქციელი ომის დროს! - ირაკლი ღარიბაშვილი

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. რუსული ოკუპაცია განაპირობა „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ბელადებმა, მიხეილ სააკაშვილმა და დავით კეზერაშვილმა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს მიმართეს კითხვით, რატომ მივიდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 8 აგვისტოს და არა 7 აგვისტოს და რატომ უწოდა მან ჟურნალისტებს პუტინისტები.

რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა, სააკაშვილმა და ამ ტელევიზიის დამაარსებელმა კეზერაშვილმა, რომელმაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მიატოვა ომში. თქვენ ზოგადად ამ კითხვას როგორ სვამთ მაინტერესებს ძალიან, მით უმეტეს მაშინ, როცა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ აქ. რატომ აყენებთ და რატომ განიხილავთ ამ საკითხს ეს არის გაუგებარი. პუტინისტები ჟურნალისტებს არ ვუწოდე, მე ვუწოდე „მთავარ არხსა“ და „ფორმულას“, „ნაცმოძრაობას“ რადგან თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.