“წლინახევრის ნატალია სარდლიშვილს ექიმებმა დაუსვეს იშვიათი სისხლძარღვოვანი დაავადების ჰემანგიომის ყველაზე აგრესიული ფორმის დიაგნოზი: სეგმენტალური ჰემანგიომა,რომელიც უსასრულოდ იზრდება და ბავშვის ძლიერ დამახინჯებასთან ერთად საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,რადგან სიმსივნე ასევე განლაგებულია პირის ღრუში, ყელში, ყურში და თვალში. გარდა ამისა, ბავშვს კანის ნეკროზმა მთიანად გაუნადგურა ცხვირის ძგიდე,ზედა ტუჩის მარცხენა ნაწილი და დაუზიანა კისრის არე. დაავადების მკურნალობა საქართველოში არ ხდება.ნატალიას მკურნალობის ნაწილი ჩაუტარდა გერმანიაში, ქ.ბერლინში,რაც დაფინანსდა ცნობილი ამერიკელი ქირურგის მილტონ ვეინერის ფონდის მიერ და მკურნალობას გასაოცარი შედეგი მოჰყვა ,თუმცა ფონდის გაკოტრების გამო ბავშვის მკურნალობა შეწყდა.
ექიმმა ვეინერმა გაითალისწინა ჩვენი ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობა და გვითხრა,რომ ლაზერს უფასოდ გაუკეთებს, თუმცა საავადმყოფოს ხარჯები და გზა ჩვენ თავად უნდა დავფაროთ. ნატალიას ჩაუტარდა 6 ლაზერული თერაპია. საჭიროა მკურნალობის გაგრძელება, წინააღმდეგ შემთვევაში სიმსივნე თავიდან დაიწყებს ზრდას. პროფესორი ვეინერი დარწმუნებული ნატალიას სრულ გამოჯანმრთელებაში. მისივე განმარტებით მკურნალობის ბოლოს შესაძლებელია ბავშვს ტრანსპლანტაციით მთლიანად აღუდგინოს სახის დაზიანებული მონაკვეთები(ცხვირი,ტუჩი). ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი შვილისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე ვერანაირ საშუალებას ვეღარ ვხედავთ, გასაყიდი აღარაფერია, მხოლოდ თქვენს იმედზე ვართ. გთხოვთ დაგვეხმაროთ საავადმყოფოსა და მგზავრობის ხარჯების შეგროვებაში. ერთი ვიზიტის ღირებულებაა( ლაზერული თერაპიის გარეშე) 2 000 ევრო. ამას ემატება გზის ხარჯები.”
მაგთის და ჯეოსელის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე:
700 324
ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე:
700 325
Phone: 877 18 77 05 ანა ასათიანი(ნატალიას დედა) (Natalie’s Mother – Ann)
877 18 77 04 ტრისტან სარდლიშვილი (ნატალიას მამა)(Natalie’s Father)Email: annaasatiani88@gmail.com