უცხოეთი
საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ბეირუთში მომხდარი აფეთქება ჰიროსიმაში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრის 10%-ის ეკვივალენტური იყო. ასე აფასებენ ბრიტანელი მკვლევრები შეფილდის უნივერსიტეტიდან 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქების სიმძლავრეს.
როგორც „ბიბისი“ მეცნიერებზე დაყრდნობით წერს, ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი არაბირთვული აფეთქება იყო მსოფლიოში.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან 4 აგვისტოს აფეთქება მოხდა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ამონიუმის ნიტრატის დიდი მარაგი გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.
1tv.ge