პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენი: 12 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და კრემლი კვლავ აწყობს მსგავსი აგრესიის აქტებს ევროპაში

 საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. 12 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და კრემლი კვლავ ახორციელებს მსგავსი სახის აგრესიულ აქტებს ევროპაში, – ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი სტივენ უომაკი ტვიტერზე წერს.

როგორც კონგრესმენი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ჩამოაყალიბეს ძლიერი პარტნიორობა და დემოკრატიის გზაზე აშშ მათ გვერდით დგას.

ჩვენ ყოველმხრივ უნდა ვუპასუხოთ რუსეთის აგრესიას“, – წერს კონგრესმენი.