საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია არის ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირეებთან პარტნიორობის საჭიროების აბსოლუტური შეხსენება, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯონ კატკო სოციალურ ქსელ, „თვითერში“, საქართველო-რუსეთის ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით დაწერა.
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენის განცხადებით, აშშ-ის ბევრი მოკავშირე მტრულ ქვეყნებთან ბრძოლაში, აშშ-ის დახმარებაზეა დამოკიდებული.
ჯონ კატკო ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი შეიჭრა არამხოლოდ საბრძოლო ველზე, არამედ კიბერსივრცეშიც და თავს დაესხა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რამაც საქართველოს პასუხი მნიშვნელოვნად შეაფერხა.
ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს.
„ამ კვირაში აღინიშნება საქართველოში რუსეთის შეჭრის 12 წლისთავი. საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და შემდგომი ანექსია არის ჩვენ დემოკრატიულ მოკავშირეებთან პარტნიორობის საჭიროების აბსოლუტური შეხსენება. ბევრი მოკავშირე მტრულ ქვეყნებთან ბრძოლაში, აშშ-ის დახმარებაზეა დამოკიდებული. ჩვენ არ უნდა შევახსენოთ მსოფლიოს სუვერენიტეტის პატივისცემის საჭიროება, სამწუხაროდ ეს აუცილებელია, რადგან აგრესიული ქმედებები და ოკუპაცია მსოფლიოში გრძელდება. რუსეთი შეიჭრა არამხოლოდ საბრძოლო ველზე, არამედ კიბერსივრცეშიც, თავს დაესხა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და კომუნიკაციას, რამაც საქართველოს პასუხი და შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეაფერხა. რამდენადაც ჩვენ კვლავ ვამტკიცებთ ვალდებულებას საქართველოს მიმართ, ჩვენი მოკავშირეების მზადყოფნის გაძლიერებით, ჩვენ ასევე ფოკუსირებული ვიქნებით მსგავსი თავდასხმების პრევენციაზე“, – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯონ კატკო.