უცხოეთი
Reuters - მსოფლიოში კორონავირუსით ყოველ 15 წამში, საშუალოდ, 1 ადამიანი იღუპება

 საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. ბოლო 2 კვირის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით ყოველ 24 საათში, საშუალოდ, 5 900 ადამიანი იღუპება, რაც ყოველ ერთ საათში 247, ან ყოველ 15 წამში 1 ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters -ი საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით დაღუპულთა რიცხვმა 700 000-ს გადააჭარბა.

ფატალური შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე შეერთებული შტატები დგას, შემდეგ მოდიან ბრაზილია, ინდოეთი და მექსიკა.

Reuters -ი წერს, რომ აშშ და ლათინური ამერიკის ქვეყნები ვირუსის გავრცელების ახალ ეპიცენტრებად იქცნენ. ბოლო პერიოდში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება ავსტრალიაში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ბოლივიაში, სუდანში, ეთიოპიაში, ბულგარეთში, ბელგიაში, უზბეკეთსა და ისრაელში.

„ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა,“- წერს Reuters -ი.

interpressnews.ge