საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. თითქოსდა ჯერ კიდევ გუშინ ქართული „გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელიც იშვა ე.წ. გავრილოვის ღამეს, ერთსულოვნად იკრიბებოდა შალიკოს უკანა ეზოში. შალიროს ფანჩატურში შეკრებილი როდესღაც მოსისხლე პოლიტიკური მტრები - ნულოვანი ელექტორატის მქონე პარტიების ლიდერები, როგორებიცაა, მაგალითად, "ლეიბორისტები", "რესპუბლიკელები", ბურჯნაძე, ბესელია, ელისაშვილი, ოქრუაშვილი და სხვები, თავიდან დაირაზმნენ სააკაშვილის პარტია "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო ერთადერთი მიზნით - ამოძირკვონ "ქართული ოცნების" ხელისუფლება და პოლიტიკიდან გააძევონ მისი თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.
თუმცა ერთი წლის შემდეგ ახალშობილმა ალიანსმა სული დალია - პარტიები სხვადასხვა მხარეს დაიფანტნენ - დამშვიდობების გარეშე დაცალცალკევდნენ, და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
1. დაბალი საარჩევნო ბარიერი: 1% საშუალებას მისცემს ბევრ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც 15 ათასამდე ხმას მიიღებენ, დამოუკიდებლად გაიყვანონ თავიანთი კანდიდატი წინასაარჩევნო ალიანსებსა და ბლოკებში გაერთიანების გარეშე. განა საიდუმლოა, რომ ამბიციური ქართველი პოლიტიკოსებისთვის მთავარია პარლამენტში მოხვედრა, შემდეგ კი - ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა?! საკუთარი გუნდის გაყვანა და მასზე ფულს ხარჯვა ფუჭად მიაჩნიათ - თანაპარტიელებს შემდგომ ჩვეულებრივ პრეტენზია უჩნდებათ და მერე მათ გამო პასუხი უნდა აგონ. მაგალითად, ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ნატო ჩხეიძე, დელეგაციის მუდმივი წევრი, რომელიც ლეონიდ კალაშნიკოვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის მიზნით ხვდებოდა, ახლა სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებშია. ასევე თავის ძველ თანამოაზრეებს - ნაციონალებს = დაუბრუნდა ნინო ბურჯანაძეს, რომელიც არაერთხელ მიიღეს რუსეთში უმაღლეს დონეზე.
2. ამბიციურმა ოპოზიციონერებმა ვერ მოახერხეს საერთო კანდიდატებზე შეთანხმება 30 მაჟორიტარულ ოლქში - ქართველი პოლიტიკოსებისთვის ყოველთვის უცხო იყო გუნდური თამაში, თუ მათ არ აერთიანებთ გარანტიები და ფული. ორივე ფაქტორის არარსებობის პირობებში კი, ერთიანი ოპოზიცია ერთი წლის შემდეგ დაცალკევდა.
გარანტიები: მიუხედავად საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მუდმივი დარიგებისა, რომ გონს მოსულიყვნენ და ერთიან პოლიტიკურ პლატფორმაზე ერთიან ფრონტად ემოქმედათ, ოპოზიციონერები სათითაოდ "საბანს თავისკენ ექაჩებოდნენ“, რადგან გულის სიღრმეში დარწმუნებული არიან - „ძვალი“, რომელიც მათ მმართველმა პარტიამ 8 მარტს 30 მაჟორიტარული მანდატის სახით გადაუუგდო, და ისიც - მხოლოდ ამერიკელი ელჩის წყალობით, სულაც არ არის საჩუქარი. ისინი ვერ შეძლებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატების დამარცხებას, ასევე პროპორციული სისტემით პარლამენტში მოხვედრას კი - იოლად, მით უმეტეს, რომ დეგნანმა უკვე მიუთითა საქართველოს ხელისუფლებას - რამდენი და რომელი ოპოზიციონერები უნდა იყვნენ პარლამენტში, რათა იქ, LGBT დროშის მსგავსად, „ცისარტყელას ყველა ფერი“ იყოს წარმოდგენილი.
ფული: მილიარდერ ივანიშვილს არ დაუწყია პარტიების მოსყიდვას ბითუმად და ცალობით, რამაც უკიდურესად გაუცრუა იმედი ოპოზიციონერებს, რომლებიც დიდად იმედოვნებდნენ, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ვაჭრობა გაიმართებოდა, რათა თავიანთი ნათრევი პოლიტიკური სხეული რაც შეიძლება ძვირად გაეყიდათ. ამიტომ პოლიტიკური ლიდერები კმაყოფილნი იყვნენ მცირედითაც - ეჩვენებინათ თავიანთი დამოუკიდებლობა და თავი წარმოეჩინათ იმ იმედით, რომ ივანიშვილის ბანაკში მათზე მოთხოვნა არჩევნების მოახლოვებასთან ერთად გაჩნდებოდა. ეს გამორიცხული არც არის მმართველი პარტიის მრავალრიცხოვანი საკადრო შეცდომების გათვალისწინებით, რომელსაც 31 ოქტომბერს გაცილებით რთული არჩევნები ელის, ვიდრე ოდესმე.
3. სინამდვილეში, პოლიტიკური კავშირი სააკაშვილსა და მის პარტიასთან, მსოფლიოში ყველაზე გარყვნილი პოლიტიკური მეძავებისთვისაც კი, როგორებიც დღეს ქართველი ოპოზიციონერები არიან, წამგებიანი აღმოჩნდა. ხალხს ჯერ არ უპატიებია ჯალათებისთვის - მეტისმეტად ღიაა ჭრილობა და ღალატი! სააკაშვილსაც არ დაუხანებია და განდგომისთვის მათ შავი მხარის შტრეიკბრეხერები უწოდა, რითაც თავისი, როგორც არასაიმედო პარტნიორის რეპუტაცია, კიდევ ერთხელ დაადასტურა.
4. გრანტები: დიდი და მცირე გრანტები, ისევე როგორც მომხრეთა შემოწირულობები, წინასაარჩევნო პერიოდში გამოიყოფა კონკრეტული პარტიებისთვის - ანუ, მიზნობრივი დანიშნულებით, და არა სიმბოლურად მთელი ოპოზიციისთვის. ამიტომ, პარტიათა ლიდერები, რომლებსაც თავ-თავისი სპონსორი ჰყავთ (დასავლური და ქართული ფონდები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს სტრუქტურები, უცნობი კექძო პირები), რა თქმა უნდა, არ აპირებენ ვინმესთვის ფულის გაყოფას და საერთო ყულაბაში საკუთარი ფულების ჩაყრას მტრის - ივანიშვილის დასამარცხებლად.
ზემოთქმულის მიუხედავად, ოპოზიციური ქართული პოლიტიკური სპექტრის მთელი მრავალფეროვნება, რომელიც ლგბტ დროშას ჰგავს, მოჩვენებითია. ყველა პარტიის პროგრამები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ის აქვთ, ერთმანეთს ფოტოასლებივით ჰგავს. საგარეო პოლიტიკის კურსი უალტერნატივო ევროატლანტიკურია, ისევე როგორც დღევანდელი მთავრობის. საშინაო პოლიტიკა - პოპულისტური დაპირებები პენსიებისა და ხელფასების გაზრდისა და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნოს შესახებ. აბა, სად არის აქ "ნოუ-ჰაუ"?! რით არიან ისინი მმართველ პარტიაზე უკეთესები და რატომ უნდა მიანიჭოს ამომრჩეველმა მათ უპირატესობა?! ოპოზიციას ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვს...
საქინფორმი