პუბლიკაციები
„სერბული ფაქტორი” (გიორგი დვალი - სპეციალურად საქინფორმისთვის)

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. „ალბათ თითოეულ ჩვენთაგანში ყოფილი იუგოსლავიის,   ომებთან , სისხლთან, ცრემლთან და დაულაგებელ პოლიტიკურ სიტუაციათან გაიგივება ხდება. ეს სამწუხაროდ სიმართლეა, მაგრამ არსებობს დიდი სახელმწიფოებისათვის მოუშორებელი და გამოუსწორებელი   ბალკანური კვანძი, რომელიც სერბული ფაქტორით განისაზღვრება...

საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, სასწავლებლად გავემგზავრე სერბეთის ღვთისმეტყველების ფალკულტეტზე. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულმა ქვეყენამ ჩემი ყურადღება ერთი ფაქტორით მიიპყრო, ეს ისტორიის სწორ მხარეზე დგომის საკითხია, რომელსაც მე სერბული ფაქტორი დავარქვი. თვალწინ წარმომიდგა სერბეთის პირველი, მეორე აჯანყება, პირველი და მეორე ბალკანური ომები, პირველი და მეორე მსოფლიო ომები და დღევანდელი სიტუაცია. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ გავიხსენოთ მეორე მსოფლიო ომი, როდესაც მთელი ევროპა „დაუწვა“ ჰიტლერს და იუგოსლავმა პარტიზანებმა იარაღი აიღეს და მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე ებრძოდნენ ნაცისტებს. თითქოს ყველაფერი კარგად იყო ჰიტლერისათვის, მაგრამ დიდი თავისტკივილი აღმოჩნდა სერბული (იუგოსლავური) ფაქტორი...

და სსრკს დაშლიდან დღემდე თითქოს ყველაფერი კარგად იყო და არის აშშ სათვის, უმცა არსებობდა და არსებობს გადასაჭრელი პრობლემა სერბული ფაქტორია, რომლის გადასაჭრელად ამერიკა სისღლის ღვრას და მართლმადიდებლური სახელმწიფოს განადგურებას არ მოერიდა, თუმცა ფაქტორი ფაქტორად დარჩა..

სამართლის რღვევა ბალკანეთიდან დაიწყო და ალბათ მისი აღდგენა ბალკანეთიდან დაიწყება“.