საზოგადოება
საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოსულ საერთაშორისო დამკვირვებლებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არჩევნებზე, საერთაშორისო დამკვირვებლებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვა მეთოდები იქნება გამოყენებული.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრიცაა იმ ჯგუფში, რომელიც არჩევნების ჩატარების ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებაზე მუშაობს. ჯერჯერობით, საბოლოო შეჯერებული მოდელი არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული მოსაზრებები და წინადადებები არის. ის, რომ კარანტინი მათ არ გაიარონ, ეს დაზუსტებული ინფორმაციაა, იქნება შესაბამისად სხვა მეთოდები გამოყენებული, რომელიც ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საკითხზე ვმუშაობთ, განიხილება ბევრი ვარიანტი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.