სამართალი
ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. თოფაძეების ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

რაც შეეხება ბუსა ჟვანიას, ადვოკატის განმარტებით, მას ბრალდების კვალიფიკაცია შეეცვალა და ამ დროისათვის ბუსა ჟვანიას მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბრალი წაყენებული.

ლევან თოფაძემ დაზარალებულის სტატუსი გუშინ გვიან ღამით მიიღო, რასაც ჩვენ ვითხოვდით და შესაბამისი დადგენილება პროკურატურამ მიიღო. ვინაიდან ლევან თოფაძე სცნეს დაზარალებულად, შესაბამისად ჩვენ უფლება გვაქვს გავეცნოთ საქმის მასალებს. მე დღეს ჩავაბარე შესაბამისი განცხადება საქმის მასალების გაცნობაზე. პირველივე შესაძლებლობისთანავე, დაუყოვნებლივ გავეცნობი საქმის მასალებს, ვნახავ რა მტკიცებულებებია ჩადებული. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, გიდასტურებთ, რომ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბუსა ჟვანიას ბრალი წაყენებული. რაც შეეხება დაზიანებებს, საქმეში მე როგორც ვიცი ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ დევს ამიტომ უპრიანი იქნება დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, დაპატიმრებასთან დაკავშირებით კი ოჯახს პოზიცია არ აქვს", - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს.