რელიგია
ვანო მერაბიშვილი - ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში პატიმრობაში იყო, აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. სურათს მერაბიშვილი ფეისბუქზე ავრცელებს.

"დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ. უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა", - წერს ის.

მერაბიშვილის ვიზიტს წინ უსწრებდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა პატრიარქთან. ინფორმაცია მანაც ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა.