უცხოეთი
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსში ვითარების დესტაბილიზაციისთვის უცხოელების კიდევ ერთი დანაყოფი გადაისროლეს

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ბელარუსში ვითარების დესტაბილიზაციისთვის უცხოელების კიდევ ერთი დანაყოფი გადმოისროლეს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, დანაყოფი ქვეყნის სამხრეთში იმყოფება და სამართალდამცველები ყველა მათგანს ტყეშივე დააკავებენ.

ბელარუსის ლიდერის განცხადებით, უკვე დაკავებული რუსეთის მოქალაქეების დანაყოფი ქვეყანაში ტრანზიტით არ იმყოფებოდა და ჯგუფის წევრები სპეციალურად გადაისროლეს.

ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ნუ მანიპულირებს ფაქტებით და ტყუილები შეწყვიტოს.

„სტამბოლის, ვენესუელის, აფრიკისა და ლიბიის შესახებ ყველაფერი ტყუილია. ამ ხალხმა მისცა ჩვენება და ბელარუსში სპეციალურად გამოგზავნეს“ ,- აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის დედაქალაქში რუსეთის მოქალაქეები 29 ივლისს დააკავეს. ბელარუსში გამოძიება ტერაქტის მომზადების ბრალდებით მიმდინარეობს. მინსკში ამბობენ, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეები კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები არიან, რომელიც ბელარუსში წინასაარჩევნოდ დესტაბილზიაციის მოსაწყობად ჩავიდნენ.

კრემლში აცხადებენ, რომ მოსკოვი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას არ გეგმავს და რუსეთის მოქალაქეები ბელარუსში ტრანზიტით იმყოფებოდნენ.

1tv.ge