საზოგადოება
გიორგი ვაშაძე სააკაშვილს: ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. მოვისმინე სააკაშვილის განცხადება და მინდა მივამრთო მას, რომ ჩვენ წარსულით კი არ უნდა ვიბრძოლოთ და წარსულში კი არ უნდა ვიყოთ, არამედ მომავალზე და ერთიანობაზე უნდა ვიფიქროთ, – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ფრონტით მუშაობა.

ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში. მოვისმინე სააკაშვილის განცხადება და მინდა მივმართო მას, რომ ჩვენ წარსულით კი არ უნდა ვიბრძოლოთ და წარსულში კი არ უნდა ვიყოთ, არამედ მომავალზე და ერთიანობაზე უნდა ვიფიქროთ. ერთიან ფრონტზე უნდა ვიფიქროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის. ვფიქრობ, 8 წლიანმა გამოცდილებამ კონკრეტულად დაგვანახა, რომ ერთპარტიულ ინტერესს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ხალხის ინტერესს. ჩვენ ვართ ნათელ მხარეს და დავამარცხებთ იმ ბნელ მხარეს, რომელიც დამსხვრეული ოცნებების პარტიაა. ყველას კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ თავი შევიკავოთ ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლისგან და ჩვენს პირად პარტიულ ინტერესზე მაღლა დავაყენოთ სახელმწიფო ინტერესები. პირადად მიშას მივმართავ, არ არის ის დრო, როდესაც ერთმანეთს ტალახი უნდა ვესროლოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ ან უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაათრია, ვინ გადაათრია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.