აქტუალური
მიხეილ სააკაშვილი - რაც ახლა საქართველოში ხდება, ამას ჰქვია “ბეზპრედელი”

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. “რაც ახლა საქართველოში ხდება, ამას ჰქვია კანონის და კანონიერების ჩამოშლა, ამას ჰქვია “ბეზპრედელი”. როდესაც “ბეზპრედელშიკი” მართავს ქვეყანას, ამას ჰქვია “ბეზპრედელი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში.

ეს რუსული სიტყვაა, მაგრამ სწორედ ის სიტყვაა, რომელიც შეესაბამება ახლა ამ ვითარებას. ყველაფერი წახალისებულია, ძალადობა პრავდება, იმიტომ რომ ძალაუფლებას ხედავენ, როგრც ხელისუფლების შენარჩულების ფორმას. რუსეთის მთავარი დაკვეთა პოსტსავჭოთა სივრცეში, არის ქაოსი და ამ ქაოსს გვიკეთებს ივანიშვილი, მაგრამ რა ვქნათ? რაც არის, არის, არაფერია მოუგვარებელი.

მაგრამ ახლა არჩევნებს ვეღარ გააყალბებენ, რადგან ჩვენ დავაყენებთ უბნებზე სახის ამომცნობ სისტემებს. როდესაც ერთი და იგივე ადამიანი რამდენჯერმე აძლევს ხმას, პლასტიკურ ოპერაციებს ხომ არ გაუკეთებენ?! ეს ერთი და მეორეც, მოვიწვევეთ ბევრად უფრო მომზადებულ დამკვირვებლებს და მესამე, ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული ეგზიტპოლები. ჩვენ ვახდენთ ახალგაზრდების მობილიზაციას, რომლებიც მოედებიან საარჩევნო უბნებს.

ჩვენ ასავე დაკავებულები ვართ თვითორგანიზებით და გამოვიყენებთ ახალ ტექნოლოგებს, რომელიც აქამდე არ გამოგვიყენებია და დარწმუნებული ვართ, რომ გამოგვივა”, – განაცხადა სააკაშვილმა.