უცხოეთი
ამერიკამ და პოლონეთმა თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულეს

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და პოლონეთმა თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებაში, რომელიც პენტაგონის ოფიციალურ ვებვერდზე გამოქვეყნდა.

მარკ ესპერის თქმით, აღნიშნული შეთანხმება აშშ-ს საშუალებას მისცემს, პოლონეთში არსებული კონტიგენტი, რომლის შემადგენლობაში ამჟამად 4 500 სამხედროა, კიდევ 1 000-ით გაზარდოს.

როგორც მარკ ესპერის განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააძლიერებს ნატოს და ხელს შეუწყობს რუსეთის შეკავებას.

1tv.ge