აქტუალური
2020 წლის პირველ ნახევარში მშპ 5.8%-ით შემცირდა

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველ 6 თვეში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.5%-ით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.6%-ით შემცირდა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის 7.7%-იანი კლება დაფიქსირდა ივნისშიც.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა, სამთომოპოვებითი მრეწველობისა, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის საქმიანობებისა.