პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს ომისთვის ამზადებენ - აშშ-ში ღია მუქარაზე გადავიდნენ (NEWS FRONT)

     მთელმა მსოფლიო აღიარა საქართველოს ლიდერობა პანდემიასთან ბრძოლაში - მთელი პერიოდის განმავლობაში - ათასზე ცოტა მეტი ინფიცირებული, რომელთაგან ოცზე ნაკლები გარდაიცვალა, მათი უმეტესობა - თანმდევი დაავადებებით, ხოლო დანარჩენი გამოჯანმრთელდა. ამავე დროს, გასაკვირია დანაშაულის მკვეთრი მატება, რომელიც საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი - მკვლელობები და თვითმკვლელობა ახალგაზრდებში, ოჯახური ძალადობის ფაქტები. ყველაზე უცნაური კი, აც რუსეთში ვერ გაუგიათ, არის ვაშინგტონიდან უწყვეტი კრიტიკის ნაკადი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მისამართით, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს აშშ-, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოთხოვნას, რომლებიც მუდმივად ძაბავს რუსეთსა და საქართველოს შორის ისედაც უარყოფით პოლიტიკურ ატმოსფეროს. სამწუხარო სტატისტიკა არავითარ შემთხვევაში არ აიხსნება ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის გაუარესებით, ან სააკაშვილის ფენომენალური შესაძლებლობებით. მიზეზები უფრო ღრმაა, ისინი რამდენიმე და ერთმანეთთან ურთიერთკავშირში იმყოფებ, - განაცხადა NEWS FRONT- თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, რომელსა, როგორც ყოველთვის, ხელი მოვლენების პულსზე უდევს.

- რაც შეეხება დანაშაულებს. პირველი მიზეზი არის ეგრეთ წოდებული "დასავლური დემოკრატიული ფასეულობები" - ამაზე გაზარდეს თაობები, რომლებიც სსრკ-ის დაშლის დროს 20 წელზე ნაკლები ასაკისა იყო. ისინი ხედავდნენ უხეში ძალის კულტს, ერთი მხრივ - დასავლური მასკულტურაში, მეორე მხრივ - თავისთან სახლში, საქართველოში, სადაც ხელისუფლებასთან იდენტიფიცირებული შეიარაღებული დაჯგუფებები დათარეშობდნენ. სკოლებში მათ არ აცნობდნენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას, როგორც საბჭოთა პერიოდში, ხოლო ტელევიზორსა და ფილმებში ხედავდნენ, თუ როგორ იღებდნენ დასავლეთში მათი თანატოლები იარაღს და უსწორდებოდნენ თანაკლასელებსა და მასწავლებლებს.

   ვითარება მკვეთრად გაუარესდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც რუსოფობიის გამო, ახალგაზრდები მშობლებსა და ოჯახებს, ქართულ კულტურსა და ისტორიას მოჰკვეთეს. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ დიდი სამამულო ომი, სადაც ერთად ვიბრძოდით და გავიმარჯვეთ, არამედ თუნდაც მე -19 საუკუნე. ყოველდღე უფრო და უფრო ნაკლებია ადამიანი, ვინც იცის, რა უნიკალური ქვეყანა იყო საქართველო ოქტომბრის რევოლუციამდე - საჯარო ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებს ვერაფრით შეიტყუებ, ინტერნეტში კი ეს მასალები არ არის და არც არასდროს იქნება. მრავალი დიდი პოეტისა და კომპოზიტორის მიერ ხოტბაშესხმული, ისტორიკოსებისა და მხატვრების მიერ აღწერილი ტფილისი იყო კავკასიონის კულტურული და სავაჭრო ცენტრი - განუმეორებელი კოლორიტით, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა აღმოსავლური და დასავლური კულტურები.

   არანაკლებ სიამაყე ჩვენთვის, ქართველებისთვის, წარმოადგენდა საბჭოთა საქართველო, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა საკავშირო რესპუბლიკების ყველა დედაქალაქისგან. ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნებს, რომლებსაც ვიცნბდი - მჟავანაძე, შევარდნაძე - ესმოდათ, რომ საქართველოში არ შეიძლებოდა ტოტალიტარული კომუნისტური წყობის დანერგვ, ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეებისთვის, რომელთა შეხედულებები განსხვავდებოდა კომუნისტური იდეოლოგიისაგან, ყოველთვის კეთდებოდა გამონაკლისები და მათ სასათბურე პირობებს უქმნიდნენ. თეთრი მელა, შესაძლოა, არ იყო ხელოვნების ღრმა მცოდნე, მაგრამ თავისი ცხოველური ალღოთი ესმოდა ქართველი ინტელიგენციის, და, სხვათა შორის, კალმის მსახურთა განსაკუთრებული როლი, რომლებიც მისი მმართველობის დროს ხელშეუხებელნი იყვნენ! მახსოვს, მოსკოვის აღშფოთების მიუხედავად, როგორ გაათავისუფლა თავისი გაბედული გადაწყვეტილებით სერგეი ფარაჯანოვი ციხიდან, მე იმ სასამართლო პროცეს ვესწრებოდი. და ქართველი ინტელიგენცია სიყვარულით პასუხობდა „ბაბუს“. ასევე ესმოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლ - შემთხვევითი როდი იყო, რომ ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან.

   ყვაოდა საბჭოთა საქართველო - ყვაოდა სოფლები, ქართველი მიწათმოქმედები მისაბაძ მაგალითად მოჰყავდათ მთელი სსრკ-ში, ქარხნები და საკავშირო მნიშვნელობის საწარმოები მუშაობდნენ სრული სიმძლავრით, რად ღირს მარტო რუსთავის მეტალურგიული, თბილისის ვაგონმშენებელი, 31-ე ავიაქარხანა და გაერთიანება „ელვა“, რომლებმაც ელექტრონულ შიგთავსს აწარმოებდა ატომური ელექტროსადგურებისათვის! ქართული მეცნიერება მოწინავედ ითვლებოდა არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში, და ყოველ დილით თბილისში გრძელი რიგები იდგა, მაგრამ არა ძეხვის რიგში, არამედ საგაზეთო ჯიხურებთან! თითოეული თბილისელი, იქნებოდა ეს პროფესორი თუ მუშა, სამუშაოს დაწყებამდე აუცილებლად ყიდულობდა ცენტრალურს გაზეთებს, რომლებიც მაშინ მილიონიანი ტირაჟებით გამოდიოდა, თითოეულმა თბილისელმა მშობლიურზე არანაკლებ იცოდა რუსული ენა და კვირაში რამდენჯერმე სტუმრობდა მუზეუმებს, გამოფენებს, კინოთეატრებს, ფილარმონიასა და ოპერის თეატრს, სადაც ბილეთების შოვნა ადვილი არ იყო! საუკეთესო შემოქმედებითი ჯგუფები მუდმივად აწყობდნენ გასტროლებს საქართველოს რეგიონებში და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ დასავლური კულტურის - ამერიკული და ევროპული ლიტერატურის, კინემატოგრაფის, კლასიკური მუსიკისა და ესტრადის შედევრების ცოდნით. თბილისურ საღამოებზე მრავალრიცხოვან ღია მოედნებსა და პარკებში სუპერ პროფესიონალურად ასრულებდნენ ამერიკულ ჯაზს, რომელთა კორიფეებსაც ჩვენი მოქალაქეები ზეპირად იცნობდნენ. და თბილისელები ყოველთვის განსაკუთრებულად, გემოვნებით, მსოფლიო მოდის ტენდენციების გათვალისწინებით იცვამდნენ!

     და აი მოვიდა სააკაშვილი და, მისივე სიტყვებით, ყველაფერი ეს "უნიტაზში ჩარეცხა" - აქაოდა აუცილებელი არ არის ისწავლო ისე, როგორც შენ საბჭოელი მშობლებ და "წითელი ინტელიგენცია", შეგიძლია პირდაპირ ბუჩქებში დაქორწინდ "კოკა-კოლით" ხელში! შემდეგ, ცოტა ინგლისური ისწავლე - და 20 წლის ასაკში - უკვე მინისტრი ხარ! ჯიპი - კრედიტით, ბინა - კრედიტით, ხელფასი - ბლომად, კიდევ რა გინდათ მიშასგან?! აი ით ატყუებდა სააკაშვილი ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ერთმანეთ ხოცავენ! მათ სულში სიცარიელეა, ახლა კიდევ აშშ-ის ელჩი ქართველებს დემოკრატიას გვასწავლის! როდესაც დეგნანის შუშის თვალებს ვუყურებ, რენტგენივით ვხედავ მის თავის ქალას, ოღონდ შიგნიდან - თავი ხომ ცარიელი ქვს - არ არის დატვირთული საქართველოს შესახებ არანაირი ცოდნით, ან რად უნდა?! ყველაფერი ქართული ეროვნული უნდა განადგურდეს, ქართველები არ არიან ევროპელები, რომლებიც თავიანთ ეროვნულ კულტურას დაჰკანკალებენ და ამაყობენ თავიანთი ისტორიით, ქართველებმა დაკარგეს თავისუფლება, რადგან მათ დაკარგეს სიამაყე და თავმოყვარეობა! სტალინის მსოფლიოში უდიდესი უნიკალური საავტორო ბრინჯაოს ქანდაკება უკვე მერამდენე წელია გორის გარეუბანში პირქვე გდია, პირსახით მიწაშია ჩაფლული! რა ჰქვია ამას, თუ არა ვანდალიზმი?! ამაზე უარესი რა შეიძლება გააკეთონ ქართველებმა?! მეტად რით შეუძლიათ თავი მოიჭრან მთელ მსოფლიოში?!

   "ქართული ოცნების" ახალმა ხელისუფლებამ კრინტის დაძრაც ვერ გაბედა ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ და 2012 წლის შემდეგაც წარმატებით გაგრძელდა ბრძოლა ქართულ მენტალობასთან, რისთვისაც, სსრკ- ყველაზე დანაყრებული ერი, რომელიც მწვადზე, "ხვანჭკარაზე", ხინკალზე, "წინანდალზე", საცივზე, ხაჭაპურსა და სხვა ნატურალურ პროდუქტებზე გაიზარდა, დღეს გენეტიკურ ინჟინერიაზე - ჩიპებსა და ჩიზბურგერებზე, ჰამბურგერებიზე, ჰოთ დოგებსა და ასპარტამიან კოკა-კოლაზე გადაიყვანეს! რატომ გვიკვირს ამის შემდეგ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინი გაულაყდათ?! მადლობა ღმერთს, რომ ყველას - არა...

   მეორე მიზეზიც ასევე უკავშირდება უსულობას, ესაა მოსალოდნელი შიმშილი და ეკონომიკის არარსებობა. ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ კორონავირუსმა საქართველო გვერდი აუარა არა მარტო "'არტანიანი" გახარიას და "სამი მუშკეტერის" - ინფექციონისტების ცერცვაძის, გამყრელიძისა და იმნაძის მუშაობის, არამედ ილია მეორის ლოცვის წყალობით! მაგრამ ამის აღიარება ხმამაღლა არ სურთ, რადგან ქართული ეკლესია მართლმადიდებლურია, როგორც რუსული ...

   ახლა გადავალ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე და აღარ გავიმეორებ იმას, რაც ჩემს ბოლოდროინდელ ინტერვიუებსა და პუბლიკაციებში უკვე ასჯერ ითქვა. აშშ-ს კონგრესის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა, და ექვსმა კონგრესმენმა თავიანთ ღია წერილებში აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას უჩივლეს და მას პრორუსული, არადემოკრატიული, ხოლო მისი ლიდერ ბიძინა ივანიშვილ რუსი ოლიგარქი უწოდეს, რომელიც აკონტროლებს ბიზნესსა და პოლიტიზირებულ სასამართლოს. ამით ამერიკელმა კანონმდებლებმა უხეში ზეწოლა მოახდინეს ქართულ მართლმსჯულებასა და ხელისუფლებაზე, განახორციელეს უპრეცედენტო ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, ამასთან, პირდაპირ უბრძანეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სასწრაფოდ შეიწყალოს სერიული მკვლელი ორგი რურუა - 2019 წლის 20-21 ივნისის ე.წ. "გავრილოვის ღამეს" წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი.

   ულტიმატუმები და მუქარები იმდენად გამაოგნებელი, ცინიკური და თავხედური აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტი, პარლამენტი და საქართველოს მთავრობა, რომლები მუდმივად ყველა დათმობაზე მიდიოდნენ და არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე კონსტიტუციაც კი გადაწერეს აშშ- ელჩის ბრძანებით, რომელმაც მიუთითა - ოპოზიციის რამდენი პროცენტი უნდა იყოს ახალარჩეული პარლამენტის შემადგენლობაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად უპასუხეს ვაშინგტონს მკვეთრი და დაუყოვნებელი უარი ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესრულებაზე.

რა ხდება? ყველაფერი ძალიან მარტივია. დიპლომატიური რევერანსებისა და დემოკრატიაზე ზღაპრების დრო დასრულდა და ამერიკელებმა "კბილები გვიჩვენეს. აღმოჩნდა, რომ საქართველო კი არ სჭირდება ამერიკა, არამედ ამერიკას სჭირდება საქართველო ჰაერივით - როგორც აშშ- ერთადერთი სამხედრო დასაყრდენი კავკასიასა და შავ ზღვაზე - რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის წინააღმდეგ, ასევე როგორც სარეზერვო დერეფანი ავღანეთიდან ჯარების გასაყვანად და პირიქით - ირანზე იერიშის შემთხვევაში გადასატვირთავ პუნქტად. აი რატომ ქმნის აშშ მთელ ამ ლოჯისტიკას საქართველოში - აეროდრომებ, საბრძოლო მომზადების ცენტრებ, საზღვაო დაცვის, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და ჰოსპიტლებს, რომლებსა გულუბრყვილო ქართველები ამერიკის ელჩის ხელიდან, სტრატეგიული პარტნიორის უპრეცედენტო გულუხვობისთვის, მადლიერების ცრემლებით იღებენ! აი რატომ აღჭურვავენ ქართველებს იარაღი, ელმაც, ვითომდა, უნდა შეაშინოს რუსეთი და, ამით, დაიცვას საქართველო შემდგომი ოკუპაციისგან! აი რატომ იღებენ ამერიკელები ასე მტკივნეულად ყველა სიტყვას ლუგარის ლაბორატორიის მისამართით, რომელიც თბილისში მდებარეობს არა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ ირანთან ომის შემთხვევაში საბრძოლო მისიის შესასრულებლად. პანდემიამ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ბიოლოგიურზე უფრო საშიში იარაღი არ არსებობს, ხოლო ლუგარის ლაბორატორია მისი წარმოებელი ქარხანა. ანუ, საქართველო ომისთვის მზადებენ!

მაგრამ აშშ-ში დარწმუნებული არ არიან, რომ "X" საათზე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სიტყვოდ დაუთმობს საქართველოს მთელ ტერიტორიას ამერიკულ სამხედრო ბაზებს, ომლებიც უდავოდ დაექვემდებარება ოწინააღმდეგის - ირანის რეგულარული არმიის, ბირთვული რაკეტებისა ანდა ისლამისტი ტერორისტების თავდასხმებს! ამიტომ ჯგუფისთვის, რომლის შემადგენლობაშიც არიან CIA– ს ყოფილი დირექტორი და ამჟამად აშშ–ის სახელმწიფო მდივანი პომპეო, ევროპაში აშშ–ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოფილი მრჩეველი და ახლა აშშ–ის ელჩი საქართველოში დეგანი, „ჯგუფი 13“ - 13 ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს მეგობრების ჯგუფიდან- კონგრესში საქართველოს ოფიციალური კურატორები, ასევე, სახელმწიფო მდივნის მრჩეველი კენტი, კონგრესმენი კინზინგერი, ბაიდენის თანაშემწეები კარპენტერი და კოფი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში ჰყავდეს მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციურ მთავრობა.

თავად განსაჯეთ - თუ საქართველოში არის ერთი მმართველი პარტია, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს და აკომპლექებს მთავრობას, მაშინ მისი უარის შემთხვევაში - დაუთმოს საქართველოს ტერიტორია სამხედრო ბაზისთვის ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის ვადის განმავლობაში - აშშ აღმოჩნდება ძალიან რთულ ვითარებაში! ხოლო მრავალპარტიული ხელისუფლების შემთხვევაში, რომელიც, ამავე დროს, მუდმივ ანტაგონიზმში იმყოფება, როგორც, მაგალითად, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ნებისმიერი თანხმობის მიღება ძალიან ადვილია, თუ არა ერთისგან, მაშინ მეორისგან, - „დაყავი და იბატონე”! აი რატომაა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმატება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც მკვეთრად გაზარდა ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრი გახარიას ავტორიტეტი, ზემოდაღნიშნული ამერიკული ჯგუფისთვის ჭრილობაზე მარილის მოყრას ნიშნავს.

2020 წლის 1 აგვისტო