აქტუალური
საცალო ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა. „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებში აპი დიზელის ფასმა უკვე 2.40 ლარს მიაღწია, 2.35 ლარი ღირს ერთი ლიტრი აპი სუპერი. აპი პრემიუმის ფასი 2.30 ლარს შეადგენს, ევრო რეგულარის – 2.20 ლარს, დიზელ ენერჯის – 2.25 ლარის, ხოლო რეგულარ ენერჯის – 2.15.
5 თეთრით გაძვირდა საწვავი „რომპეტროლის“ ქსელშიც. კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებში EFIX ევრო დიზელი უკვე 2.35 ლარი ღირს, EFIX ევრო პრემიუმი – 2.25 ლარი, ევრო სუპერი – 2.30 ლარი, ევრო რეგულარი – 93 – 2.12 ლარი, ევრო დიზელი – 2.20 ლარი.
ფასებმა იმატა სხვა კომპანიების პროდუქტებზეც. საქართველოში საწვავის ფასები ბოლოს ერთი თვის წინათ გაძვირდა.