პოლიტიკა
საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიების რეკორდული რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შანსები ყველასთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა.
პარლამენტში მოხვედრის შანსები ბარიერის 1%-მდე შემცირების შედეგად საკმაოდ გაიზარდა. პარლამენტში დარჩენისთვის ათი პარტია იბრძოლებს, რომლებიც პარლამენტში ამჟამად შედიან. მთლიანობაში კი ცესკოში განაცხადი 68 პარტიამ წარადგინა.