უცხოეთი
აშშ-ში კორონავირუსის 56 336 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 076 ადამიანი გარდაიცვალა

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 56 336 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 290 259-ს მიაღწია, - აღნიშნულ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 076 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 148 011-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

interpressnews.ge