საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა 76 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ნატო-ში გაწევრიანებას კი, 69 პროცენტი

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ევროპული და ევრო-ატლანტიკური კავშირების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, – ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ევროკავშირის წევრობას მხარს უჭერს გამოკითხულთა 76 პროცენტი, ხოლო ნატო-ში გაწევრიანებას 69 პროცენტი. ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია გამოკითხულთა რვა პროცენტისთვის, ხოლო ნატო-ში გაწევრიანება, 11 პროცენტისთვის.

ამასთან, 18-დან 34 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 66 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით), ამავეს ეთანხმება 35-დან 54 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 59 პროცენტი, 55 წლის ზემოთ გამოკითხულების კი, 53 პროცენტი.

18-დან 34 წლამდე ასაკის გამოკითხულთა შვიდი პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, იმავეს ფიქრობს 35-დან 54 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 11 პროცენტი, 55 წლის ზემოთ კი, 14 პროცენტი.

კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2 პროცენტს.

P.S. საქართველოში NDI- ს გამოკითხვების არავის სჯერა. ეს საქართველოს ხელისუფლებამაც კი შესჩივლა ვაშინგტონს. მიუხედავად ამისა, ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ არ გაეწიათ რისკი და ზუსტად გაიმეორეს ყველა წინა გამოკითხვის პროპორცია, ანუ: არის ნატოში საქართველოს გაწევრიანების 2-ჯერ მეტი მხარდამჭერი, ვიდრე რუსეთთან მეგობრობის, 69% - 31%-ის წინააღმდეგ. ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე, რაც აბსოლუტურად არ აღელვებს რუსეთის ფედერაციას და რაც არ მოხდება, რადგან არ მოხდება არასდროს, ცოტათი მეტია, ვიდრე ნატოში, 76%.